Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ტონია ჰარდინგმა ფიგურულ სრიალში კონკურენტს ფეხი მოტეხა

ტონია ჰარდინგმა ფიგურულ სრიალში კონკურენტს ფეხი მოტეხა

ტონია ჰარდინგი და ნენსი კერიგანი ფიგურულ სრიალში დიდი ხნის კონკურენტები იყვნენ. ნენსი აშკარად ჯობნიდა ტონიას და ყოველ ჩემპიონატზე ამარცხებდა. 

 

1994 წლის 6 იანვარს, დეტროიტში, ნენსი კერიგანს თავს დაესხა ხელკეტით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ნენის გამიზნულად მარჯვენა ფეხში ურტყა ნახევარმეტრიანი ჯოხი. მიყენებული ტრავმის გამო კერიგანმა გამოტოვა ამერიკის ჩემპიონატი.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი შეინ სტენტი დაიქირავა ჯეფ გილოლიმ, ტონია ჰარდინგის ყოფილმა ქმარმა. 

 

ტონია ჰარდინგმა ყველა ბრალდება უარყო, თუმცა გამოძიებამ ჰარდინგი დამნაშავედ ცნო და აუკრძალეს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. 

 

ამ ისტორიის შესახებ გადაიღეს ფილმი “მე, ტონია” (I, Tonya), სადაც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, მარგო რობი თამაშობს. ფილმი, ასევე, ნომინირებული იყო ოსკარებზე. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ