აზარტული თამაშები დიდ ინტელექტსა და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს. ალბათ ბევრი ადამიანი გინახავთ, რომლებიც უამრავ წიგნებს კითხულობენ პოკერის თამაშის ცოდნის გაღრმავებისთვის.
არსებობენ ლეგენდარული მოთამაშეები ლეგენდარული ისტორიებითა და გამოცდილებით, რომლებიც უსასყიდლოდ გვიზიარებენ ცოდნას და გვეხმარებიან დონის ამაღლებაში.
პოკერის თამაში რომ მხოლოდ კარტის მოსვლაზე არაა ამაში ყველა ვთანხმდებით. ვერც სპორტში მოვიგებთ ბილეთს მხოლოდ სტატისტიკით, ინტელექტიც უნდა მივაშველოთ.
დღეს გირჩევთ 10 წიგნს ცოდნის გასაღრმავებლად.
#10. Trading Bases
ავტორი: ჯო პიტა
უოლ სტრიტზე მოვაჭრე ჯო პიტა ბიოგრაფიულ წიგნში გვიყვება თუ როგორ იგებდა ბევრ ფულს ბეისბოლში. მას სტენფორდის MBA ხარისხიც კი დასჭირდა სპორტსბეთინგისთვის.
#9. Molly’s Game
ავტორი: მოლი ბლუმი
მოლი ბლუმი მოგვითხრობს თავის ისტორიას, თუ როგორ შეკრიბა მილიონერები არალეგალურ პოკერის მაგიდასთან.
მოლი მარტო დაუპირისპირდა რუსულ მაფიასა და სხვა კრიმინალებს ბიზნესის შესანარჩუნებლად. კი, წიგნი ჯობია.
#8. The Confidence Game
ავტორი: მარია კონიკოვა
მარია წიგნში დეტალურად და მეცნიერულად გვიხსნის ადამიანის ფსიქოლოგიას. როდის და რას აკეთებს ტვინი პოკერის თამაშის დროს და როგორ მოვატყუოთ ქვეცნობიერი.
#7. Thinking in Bets
ავტორი: ენი დიუკი
წიგნი სპორტულ ფსონებზეა და შედევრადაა აღიარებული. მოცემულია სხვადასხვა სტრატეგიები, სწრაფი გადაწყვეტილებები.
#6. The Greatest Gambling Story Ever Told
ავტორი: მარკ პოლი
საუკეთესო გემბლინგის ისტორია ნამდვილი ამბავია სამ ადამიანზე, რომლებიც დაუპირისპირდენენ მექსიკურ კარტელს და ცდილობენ თავის გადარჩენას.
წიგნი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
#5. A Man for All Markets
ავტორი: ედვარდ ტორპი
თუ აზარტულ თამაშები გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა წიკითხოთ პროფესორი ედვარდ ტორპის წიგნი.
მათემატიკოსი თავის წიგნში გასწავლით თუ როგორ დავითვალოთ კარტი ბლექჯეკში.
#4. Soccernomics
ავტორი: საიმონ კიუპერი
2018 წლის მუნდიალის შემდეგ, საიმონ კიუპერმა მიაგნო გზას, თუ როგორ მოვიგოთ წაგებულზე მეტი.
კიუპერი მარტივ გზას არ გთავაზობთ და აუცილებლად წასაკითხია მისი მეთოდი.
#3. Fortune’s Formula
ავტორი: უილიამ პაუნდსტოუნი
1956 წელს, ბელის ტელეფონის კომპანიის ორმა მეცნიერმა, კლოდ შენონმა და ჯონ კელიმ გადაწყვიტეს ყველაზე მარტივი გზით და უსწრაფესად გამდიდრება.
მათ ყველა გზა სცადეს რულეტკიდან დაწყებულო უოლ სტრიტამდე დამთავრებული. Fortune’s Formula საუკეთესო აზარტული წიგნია.
#2. The Biggest Bluff
ავტორი: მარია კონიკოვა
კონიკოვა უკვე მეორედ მოხვდა ჩვენს სიაში, თუმცა დამსახურებულად. ეს წიგნიც პოკერზე და ადამიანის ფსიქოლოგიაზეა, რაც აუცილებლად გამოგადგებათ თამაშის დროს.
#1. Bringing Down the House
ავტორი: ბენ მეზრიქი
პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, გავიდა წიგნი, რომელიც M.I.T ბლექჯეკის გუნდზე მოგვითხრობს.
ნამდვილი ისტორია უნივერსიტეტის პროფესორზე, რომელმაც სტუდენტებით შეკირბა ბლექჯეკის გუნდი და მოიგო 10 მილიონ დოლარზე მეტი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ