დღეს ევროპა ლიგის შესარჩევში ძალიან ბევრი თამაში გვაქვს და ჩვენც ამოვარჩიეთ რამდენიმე პოზიცია.
თუმცა დავიწყოთ უეფას სუპერ თასით.
დღეს 23:00 საათზე მიუნხენის ბაიერნი სევილიას დაუპირისპირდება. ერთი შეხედვით გერმანელებს ძირითად დროში მოგებაზე მისაღები კოეფიციენტი აქვთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ მაინც სარისკოა, ძალიან “ჩანს”, მაგრამ ლოგიკურია.
ფინალს ინგლისელი ენტონი ტეილორი განსჯის და ამიტომ 4 ყვითელ ბარათს ვფიქრობთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რაც არ უნდა მესამე ხარისხოვანი ტიტული იყოს, მაინც ფინალია და გადამწყვეტ თამაშში ლოგიკურად სავარაუდოა ბარათები.
მეორე, ეს უბრალოდ ჩვენი აზრია და გვგონია, რომ ისე ვერ გადაუვლის ბაიერნი სევილიას, როგორც რამდენიმე დღის წინ შალკეს დამართა. ფინალია, სევილია ბოლო წამამდე იბრძოლებს.
მესამე კიდე ის, რომ ზემოთ ნახსენებ მსაჯს უყვარს ბარათების ამოღება. ინგლისში ალბათ ყველაზე მეტს ტეილორი იღებს, ევროტურნირებზე ხომ საერთოდ.
ბაიერნი - სევილია
ბარათების რაოდენობა 3.5 - მეტი (1.50)
შემდეგი პოზიცია სპორტინგი-აბერდინიდან გვაქვს და ვფიქრობთ, რომ პორტუგალიელები ძირითად დროშივე მოუგებენ შოტლანდიელებს.
გვიჭირს გახსენება, თუ როდის ითამაშა აბერდინმა ბოლოს ევროტურნირებზე...სპორტინგი კი ყოველთვის მონაწილეობს არა თუ ევროპა ლიგაზე, ლისაბონელები ჩემპიონთა ლიგას ეკუთვნიან.
თუმცა, ბოლო დროს, არც ევროპის რანგით მეორე ტურნირია სათაკილო და ვფიქრობთ, რომ პორტუგალიელები სახლში სავარაუდოდ მოიგებენ.
სპორტინგი - აბერდინი
ძირითადი შედეგი - 1 (1.53)
მესამე პოზიცია მურა-პსვ ეინდჰოვენიდან გვაქვს. ძალიან გვიჭირს ვიფიქროთ, თუ რატომ ვერ გაუტანს ორ გოლს ნიდერლანდური გრანდი სლოვენიურ მურა 05-ს.
ძირითად დროში მოგებას დაბალი კოეფიციენტი აქვს, ამიტომ პსვ-ს ორი გოლი ავიღეთ. როგორც ვიცით, გახურდა ერედივიზიონი და დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდი მშვენიერ ფორმაშია. ნიდერლანდების ჩემპიონატში ორიდან ორი მატჩი მოიგო და წელს აუცილებლად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
მურა 05 - პსვ
მეორე გუნდის გოლები 1.5 - მეტი (1.40)
ბოლო პოზიცია კი ისლანდიის პეპსიდეილდიდან გვაქვს, სადაც ჰაფნარფიორდური ვალურს უმასპინძლებს. ორივე გუნდი მეტისტია და პირდაპირ 3 გოლს ვფიქრობთ.
უკანასკნელ 6 ურთიერთშეხვედრაში 22 გოლი გავიდა. საშუალოდ მატჩში 3.66 გამოდის.
ჩემპიონატში ვალური პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე ადგილოსანს, დღევანდელ მეტოქეს 8 ქულით ასწრებს, თუმცა 1 თამაშით მეტი აქვს გამართული.
ჰაფნარფიორდური აუცილებლად მოსაგებად გაიწევს და შეეცდება ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამციროს, თან კვლავ ექნება ერთი მატჩი რეზერვში და პოტენციურად 2 ქულამდე შეუძლია სხვაობის შემცირება.
ჰაფნარფიორდურის თამაშებში საშუალოდ 3.4 გოლი გადის, ხოლო ვალურის მატჩებში - 3.6
ლოგიკურია მეტი გოლის აღება.
ჰაფნარფიორდური - ვალური
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.44)
დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია გამწვანდება ჩვენი ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ