Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

აფრო-ამერიკელების უფლებადამცველმა ორგანიზაციის ბიუჯეტი წააგო

აფრო-ამერიკელების უფლებადამცველმა ორგანიზაციის ბიუჯეტი წააგო

პენსილვანიის შტატის პროკურორის განცხადებით, 58 წლის აფრო-ამერიკელების უფლებადამცველმა და Kappa Alpha Psi-ს ფინანსურმა დირექტორმა, კურტის ანდერსონმა ფილადელფიის კაზინოში ორგანიზაციის ბიუჯეტი, 3 მილიონი დოლარი წააგო.

 

გამომძიებლები ამბობენ, რომ მისტერ ანდერსონმა ჩეკების გაყალბება 2012 წელს დაიწყო. ბრალდებული თავის სახელზე ან გამოგონილ ადამიანებზე წერდა ჩეკებს, შემდეგ ბანკში ანაღდებდა ფულს და სათამაშოდ კაზინოში მიდიოდა. 

 

სასამართლომ კურტის ანდერსონი უკვე სცნო დამნაშავედ, რომელიც თაღლითობისთვის 5-6 წლიან სასჯელს მოიხდის და მილიონ დოლარიან ჯარიმასაც გადაიხდის. ჯამში ამოღებულია 78 ყალბი ჩეკი. 

 

Kappa Alpha Psi ამერიკაში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც 1911 წელს ინდიანას უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა დაარსა. მას შემდეგ Kappa Alpha Psi აფრო-ამერიკელი სტუდენტების უფლებებისთვის იბრძვის და ასიათასობით წევრს აერთიანებს. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ