Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კაცმა მდინარეზე გადებული 18 მეტრიანი ალუმინის ხიდი მოიპარა, ჩააბარა და კაზინოში ითამაშა

კაცმა მდინარეზე გადებული 18 მეტრიანი ალუმინის ხიდი მოიპარა, ჩააბარა და კაზინოში ითამაშა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის პოლიციის განცხადებით, ეკრონის მოქალაქემ, 63 წლის დევიდ ბრემლიმ ადგილობრივ პარკში მდინარეზე გადებული 18 მეტრიანი ალუმინის ხიდი მოიპარა და შესაბამის პუნქტში ჩააბარა.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხიდი 40,000 დოლარის ღირებულების იყო, თუმცა დევიდ ბრემლიმ მხოლოდ 15,000 დოლარი მიიღო ალუმინში. 

 

მისტერ ბრემლიმ გადამზიდი კომპანია დაიქირავა და ტრაქტორებს, ამწეს, მძიმე ტექნიკას მოახსნევინა 18 მეტრიანი ხიდი მდინარიდან. სასაცილო კი ის არის, რომ არც ტრაქტორის მძღოლს, არც კომპანიის წარმომადგენელს კითხვა არ გასჩენია, თუ რატომ ხსნიდნენ ქალაქის პარკიდან ხიდს, რისი მეშვეობითაც ქვეითები კვეთდნენ მდინარეს.

 

თუმცა ყველაზე სასაცილო მაინც ის არის, თუ როგორ აღმოაჩინა პოლიციამ, რომ ვიღაცას ხიდი ჰქონდა მოპარული. ქალაქის მერიას გადაწყვეტილი ჰქონდა აღნიშნული ხიდის სხვა ადგილზე გადატანა. პარკში მისულ მერიის თანამშრომლებს მდინარეზე ხიდი, რა თქმა უნდა, არ დახვდათ და შემდეგღა მივიდა ხმა პოლიცამდე, რომ ვიღაცას თურმე ხიდი მოუპარავს. 

 

დევიდ ბრემლიმ ფული უკვე დახარჯა. როგორც მან პოლიციაში განაცხადა, შეიძინა ახალი მანქანა და დანარჩენი თანხით კაზინოში გაერთო. ჯერჯერობით სასჯელი უცნობია.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ