Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მოთამაშემ ბარსა-ატლეტიკოს ზუსტი ანგარიში გამოიცნო (ბილეთი)

მოთამაშემ ბარსა-ატლეტიკოს ზუსტი ანგარიში გამოიცნო (ბილეთი)

დღეს ინბოქსში ანონიმურად გამოგვიგზავნეს ერთი ულამაზესი და საოცარი ბილეთი. მოთამაშემ ბარსელონა-ატლეტიკოს მატჩის ზუსტი ანგარიში გამოიცნო და 475 ლარი მოიგო.

 

ხავის ბარსელონას მშვენიერი თამაში გამოუვიდა, მოუგო ოთხეულისთვის მებრძოლ მთავარ კონკურენტს და როგორც იქნა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა. 

 

კატალონიელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ, რომ სატურნირო მდგომარეობა გამოესწორებინათ და ფსიქოლოგიური დახმარება მიეღოთ. იმედია, რომ ატლეტიკოსთან მოგებით ბარსელონელები საკუთარ ძალებში დარწმუნდებიან და გუნდი შედარებით უკეთ ათამაშდება.

 

ანგარიში იანიკ-ფერეირა კარასკომ მეცხრე წუთზე გახსნა, თუმცა კატალონიელებმა პირველივე ტაიმში სამი გოლი გაუტანეს და პირველი ნახევარი 3-1 მოიგეს. 

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ბრაზილიელმა ლეგენდამ, დანი ალვეშმა მეოთხე ბურთიც გაუტანა და თითქოს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ლუის სუარესმა ყოფილ კლუბს ერთი ბურთი მალევე, 58-ე წუთზე შეუგდო და ინტრიგა დააბრუნა.

 

69-ე წუთზე დანი ალვეში მოედნიდან გააძევეს და უფრო დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა და კატალონიელებმა მატჩი 4-2 მოიგეს.

 

თამაში უხეში გამოდგა, ძალიან ბევრი ყვითელი ამოიღო მსაჯმა, თუმცა არც მეტი კუთხური დამჯდარა და ბილეთში ჩასაწერად რთული გამოსაცნობი იყო ბევრი პოზიცია, თუმცა ყველაზე მარტივი და ლოგიკური რაც იყო - ბარათები, კი აფრიალა მსაჯმა.

 

ერთმა ქართველმა კი საერთოდ ანგარიში გამოიცნო და ერთი თამაშით 95 კოეფიციენტი გაამწვანა. გილოცავ მეგობარო!

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ