ვალენტინობაზე ბიჭები გოგონებს ყვავილებს ვჩუქნით, რადგან გვეზარება ბევრი ფიქრი და გვგონია, რომ ყველა გოგოს თუ ქალს უყვარს ლამაზი თაიგული.
მამაკაცები ერთმანეთს ვეკითხებით თუ რა მოსწონთ ქალებს ბალახებში, თუმცა ეს ჩვენ, კაცებს გვგონია, რომ მაინცდამაინც ყვავილის სილამაზეზე გიჟდებიან ქალები, სინამდვილეში მათ მხოლოდ ყურადღება მოსწონთ და თაიგულს გემრიელი ჭამა და კაი რესტორანი ურჩევნიათ, ან ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელსაც რეალურად გამოიყენებენ.
ვირჯინიელ მარია ჩიქასს ქმარმა ვალენტინობაზე ლოტოს გადასაფხეკი ბილეთი აჩუქა და უთხრა, რომ 10 მილიონი დოლარი ჰქონდა მოგებული, რაც ქალმა, რა თქმა უნდა, თავიდან არ დაუჯერა.
ბოლოს, როდესაც დარწმუნდა მარია, რომ მისმა ქმარმა ვალენტინობაზე 10 მილიონი დოლარი აჩუქა, ბედნიერებისგან და სიხარულისგან ღრიალი მორთო.
მოგვიანებით ქმარმა უთხრა, რომ ბილეთი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა შეძენილი და ელოდებოდა ვალენტინობას, რომ მისთვის ეჩუქებინა.
აი, ყვავილებს ხომ ჯობია კაი 10 მილიონიანი ბილეთი?!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ