Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პატიმარი კაზინოსთან დაპარკინგებული ციხის ფურგონით სამართალდამცავებს გაექცა

პატიმარი კაზინოსთან დაპარკინგებული ციხის ფურგონით სამართალდამცავებს გაექცა

ნიუ მექსიკოში ისეთი სახალისო ფაქტი დაფისქრიდა, რომ სიტუაცია ჰოლივუდურ მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ.

 

რამდენიმე დღის წინ დაკავებული პატიმარი, 34 წლის ჯოშ ჰოლი დროებითი საკნიდან ციხეში ფურგონით გადაჰყავდათ, რა დროსაც დაკავებულმა მძღოლს დახმარებით მიმართა, ვითომ გულის შეტევა ჰქონდა და ვეღარ სუნთქვდა.

 

გაუთავებელი თხოვნის შემდეგ, მძღოლი ჩამოვიდა კაბინიდან, გააღო პატიმრებისთვის განკუთვნილი ფურგონის იზოლირებული უკანა მხარე და მივარდა ძირს დაგდებულ ჯოშ ჰოლს, რომელსაც ვითომდა შველა სჭირდებოდა.

 

ამ დროს პატიმარს ხელბორკილები უკვე მოხსნილი ჰქონდა და მძღოლს ოსტატურად ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა, შემდეგ კი მანქანის გასაგები მოსთხოვა. ჯოჰ შოლმა სამართალდამცავი მანქანიდან გადააგდო, თვითონ კი საჭეს მიუჯდა და ადგილიდიან მიიმალა. 

 

მართალია პატიმარი ძალიან მარტივად დაუსხლტა პოლიციელებს, თუმცა 50 კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ ისევ დააკავეს. 

 

ამ ყველაფრის დროს მანქანაში კიდევ ორი დამნაშავე იმყოფებოდა, რიკი ბილი და ლაკოსტა რივსი, რომლებიც ხელმეორედ დაკავებისას გაუნძრევლად ისხდნენ და შოკირებულები იყურებოდნენ.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ