ნიუ მექსიკოში ისეთი სახალისო ფაქტი დაფისქრიდა, რომ სიტუაცია ჰოლივუდურ მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ.
რამდენიმე დღის წინ დაკავებული პატიმარი, 34 წლის ჯოშ ჰოლი დროებითი საკნიდან ციხეში ფურგონით გადაჰყავდათ, რა დროსაც დაკავებულმა მძღოლს დახმარებით მიმართა, ვითომ გულის შეტევა ჰქონდა და ვეღარ სუნთქვდა.
გაუთავებელი თხოვნის შემდეგ, მძღოლმა კაზინოს პარკინგზე გააჩერა მანქანა, ჩამოვიდა კაბინიდან, გააღო პატიმრებისთვის განკუთვნილი ფურგონის იზოლირებული უკანა მხარე და დაინახა ძირს დაგდებული ჯოშ ჰოლი, რომელსაც ვითომდა შველა სჭირდებოდა.
როგორც აღმოჩნდა სამართალდამცავმა არც პირველადი დახმარების ჩატარება იცოდა და დაბნეული კაზინოში შევარდა შველის სათხოვნელად. კარში მდგომ კაზინოს დაცვის წევრს მომენტალურად თავისი მეგობარი კრუპიე გაახსენდა, რომელიც ყოფილი ექთანი იყო და უმალვე მის დასაძახებლად გაიქცა, მანამდე კი მძღოლი ისევ ჯოშ ჰოლთან დაბრუნდა.
ამ დროს პატიმარს ხელბორკილები უკვე მოხსნილი ჰქონდა და მძღოლს ოსტატურად ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა, შემდეგ კი მანქანის გასაგები მოსთხოვა. ჯოჰ შოლმა სამართალდამცავი მანქანიდან გადააგდო, თვითონ კი საჭეს მიუჯდა და ადგილიდიან მიიმალა.
მართალია პატიმარი ძალიან მარტივად დაუსხლტა პოლიციელებს, თუმცა 50 კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ ისევ დააკავეს.
ამ ყველაფრის დროს მანქანაში კიდევ ორი დამნაშავე იმყოფებოდა, რიკი ბილი და ლაკოსტა რივსი, რომლებიც ხელმეორედ დაკავებისას გაუნძრევლად ისხდნენ და შოკირებულები იყურებოდნენ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ