სტენლი ჰო აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, რომელსაც აზარტული თამაშების მეფედ ვიცნობდით.
სტენლის მფლობელობაში სათამაშო ბიზნესი, SJM Holdings-ი შედიოდა, რომლის ღირებულებაც 6 მილიარდი დოლარია.
პენსი ჰო, სტენლის შვილი: “მამაჩემი 26 მაისს, შუადღის პირველ საათზე, ჰონგ კონგის სანატორიუმში მშვიდად და წყნარად გარდაიცვალა. ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთ ინფორმაციას გაწვდით”.
ჰოს კაზინო ბიზნესი მაკაუში დომინირებდა, რადგან, 1960-იან წლებში, მთავრობიდან განსაკუთრებული უფლება და ლიცენზია მოიპოვა. პორტუგალიის ყოფილ კოლონიაში სტენლიმ დიდი შემოსავალი ნახა და ბიზნესიც გააფართოვა.
აზარტული თამაშების მეფემ ჰონგ კონგში ააშენა რეზიდენცია სხვა ქვეყანაში მდებარე კაზინოების გასაკონტროლებლად. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მილიარდერს ჩრდილოეთ კორეაშიც ჰქონდა კაზინო.
ბიზნესმენი, 2018 წელს, 97 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე. სტენლიმ მთელი ცხოვრება საქმის კეთებას მიუძღვნა და 6.4 მილიარდი დოლარით დაუფასდა. მილიარდერისა და SJM Holdings-ის მფლობელობაში მაკაუს 20 კაზინო შედის.
სტენლის ოთხი ცოლი და 17 შვილი ჰყავდა (რაც ვიცით).
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ