Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სპორტსმენები, რომლებმაც ჰოლივუდუში დიდ წარმატებას მიაღწიეს

სპორტსმენები, რომლებმაც ჰოლივუდუში დიდ წარმატებას მიაღწიეს

ჰოლივუდი ის ადგილია, სადაც ნებისმიერ არამსახიობ პოპულარულ ადამიანსაც კი შეუძლია წარმატების მიღწევა. თუმცა დღეს მხოლოდ სპორტსმენებზე მოგიყვებით, რომლებმაც სპორტული კარიერის შემდეგ კინოში სცადეს ბედი. 

 

ჯეისონ სტეტჰემის ან დუეინ ჯონსონის გაგონებაზე დღეს უკვე ყველას ფილმები გვახსენდება, მაგრამ იყო დრო, როდესაც ათლეტები პროფესიონალი სპორტსმენები იყვნენ.

 

ჯეისონ სტეტჰემი წლებია მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თამაშობს და ყველას ალბათ გეგონებათ, რომ წარსულში ის მოჭიდავე ან რაიმე მსგავს სპორტში მოღვაწეობდა, თუმცა შეცდებით, რადგან ჯეისონი წყალში მხტომელი იყო და 1990 წელს ინგლისის ჩემპიონატზეც აქვს მონაწილეობა მიღებული. 

 

დუეინ ჯონსონის სპორტული კარიერა შედარებით ცნობილია. ყველამ ვიცით, რომ The Rock-ი ორთაბრძოლებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჯონსონი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე იყო და 1991 წელს NCAA-ს ჩემპიონატიც კი აქვს მოგებული. 

 

დოლფ ლუნდგრენი მსოფლიომ ივან დრაგოს როლით გაიცნო, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ შვედი მსახიობი კიოკუშინ-კარატეს დიდოსტატია და მეოთხე დონის შავი ქამარიც აქვს.

 

ტერი ქრიუსი თუ კომედიური ფილმებიდან ან Brooklyn 99-დან გაიცანით, იფიქრებდით, რომ მას სამსახიობო კურსებიც ექნებოდა დამთავრებული და მთელი ცხოვრება გადასაღებ მოედანზე ექნებოდა გატარებული, თუმცა შეგახსენებთ, რომ ტერი NFL-ის სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა: ლოს ანჯელეს რემსი, სან დიეგო ჩარჯერსი და ფილადელფია იგლზი.

 

მაგრამ ადამ სენდლერმა The Longest Yard-ში ჩიზბურგერების გაყიდვა დაავალა. 

 

დეივ ბაუტისტა სავარაუდოდ ყველამ გალაქტიკის მცველებიდან გავიცანით და მისი აღნაგობიდან გამომდინარე ბანალურად გეტყვით, რომ ის მოჭიდავე იყო და ორთაბრძოლებში მონაწილეობდა. 

 

ვინი ჯონსი კი ყველამ ვიცით ვინცაა. გაი რიჩის საყვარელი ცუდი ბიჭი, რომელიც Lock Stock and Two Smoking Barrel-შიც მონაწილებოს და Snatch-შიც. აი, თავის თავს კი ნამდვილად ასახიერებს ფილმში - Mean Machine, სადაც პატიმრები ციხის ზედამხედველებს ფეხბურთს ეთამაშებიან. 

 

ვინი ჯონს 200-მდე მატჩი აქვს გამართული პრემიერლიგაში ჩელსის, ლიდსის, შეფილდის და ქუინს პარკ რეინჯერსის მაისურებით.

 

And his name is JOHN CENA!! - ჯონ სინა წლების განმავლობაში WWE-ს სახე იყო, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ერთ დროს სპრინგფილდის კოლეჯში ფეხბურთსაც თამაშობდა.

 

ჯონ დევიდ ვაშინგტონი, დენზელის უფროსი შვილი კრისტოფერ ნოლანის ტენეტში გამოჩნდა და სამსახიობო კარიერაც აიწყო, მაგრამ მანამდე ის წარმატებული ფეხბურთელი იყო საკრამენტო მაუნთინ ლაიონსში. 

 

ჯერჯერობით სულ ეს არის, თუ ვინმე გამოგვრჩა მოგვწერეთ კომენტარებში.

 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ