Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ფსიქოლოგმა 10 მილიონი მოიგო და ჭკუიდან შეიშალა

ფსიქოლოგმა 10 მილიონი მოიგო და ჭკუიდან შეიშალა

კალიფორნიელმა ფსიქოლოგმა ქალმა, 43 წლის ლაკრიშა ედვარდსმა ლატარიაში 10 მილიონი დოლარი მოიგო და როგორც ამბობს ჭკუიდან შეიშალა.

 

გამარჯვებულის თქმით ის სან ხოსეში, ვილოუ გლინის უბნის ერთ-ერთ სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობს. მისის ედვარდსმა ინტერვიუში მოყვა თუ როგორ მოიგო 10 მილიონი, როდესაც სახლიდან სამსახურში ტრასაზე ავტომობილით მიდიოდა. 

 

“დილას სანამ სკოლაში წავიდოდი მაღაზიაში ყავაზე შევიარე და ლატარიის 5 ბილეთიც გავაყოლე. გზაში ერთ საათზე მეტი მინდა და აუცილებლად მჭირდება რაიმე გასართობი, ყავა და აზარტი კი ყველაზე კარგი საშუალებაა. სამსახურში მეჩქარებოდა ამიტომ დაძრულ მანქანაშივე ვფხეკდი ბილეთებს, პირველმა არ გაამართლა, ხოლო, როდესაც მეორე გადავფხიკე ზედ რიცხვი 10 ეწერა და თავიდან 10 დოლარი მეგონა. დავაკვირდი და გვერდით სიტყვა მილიონი დავინახე, ლამის საჭე გამექცა, ჭკუიდან შევიშალე, მანქანაში გიჟივით მარტო ვყვიროდი” - ლაკრიშა ედვარდსი კომპანიასთან ინტერვიუში.

 

ახალმა მილიონერმა ასევე თქვა, რომ ჯერ არ აპირებს პაციენტების მიტოვებს, მაგრამ აუცილებლად იყიდის ძალიან დიდ სახლს სან ხოსეში.

 

კიდევ სასიხარულო ისაა, რომ მაღაზიის გამყიდველს, 65 წლის მამაკაცს ლატარიის კომპანია 50,000 დოლარს გადაუხდის ჯეკპოტის გათამაშებისთვის.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ