დღეს Amazon Prime Video-მ გამოუშვა Pogmentary, რომელიც პოლ პოგბას კარიერაზეა გადაღებული. შოუ ხუთ ეპიზოდიანი იქნება და სავარაუდოდ ფეხბურთის ქომაგებს დააინტერესებთ თუ რა ხდება რეალურად პოგბას გარშემო.
ფრანგი ნახევარმცველი გამორჩეული ფიგურაა, ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, თუმცა ამბობენ რომ ძნელი ხასიათი აქვს. მანჩესტერ იუნაიტედის და პოგბას ფანები ალბათ არასდროს დაივიწყებენ პოლის და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობას, არადა თავად პორტუგალიელმა მწვრთნელმა მოიყვანა გუნდში პოგბა და ფრანგ ნახევარმცველზე სურდა გუნდის აწყობა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ტოქსიკური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ბოლოს კი ისე მოხდა, რომ ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედმა გუნდიდან გაუშვა.
პოლ პოგბას მანჩესტერული კარიერა ვერც ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელში წარიმართა ისე, როგორც გუნდის გულშემატკივრებს სურდათ. მართალია იყო გამონათებები, მაგრამ ისე არა, როგორც ამ უნიჭიერესი ნახევარმცველისგან მოელოდნენ წითელი ეშმაკების ფანები.
შარშან მანჩესტერ იუნაიტედი რალფ რანგნიკმა ჩაიბარა და მას შემდეგ საერთოდ გაქრა პოგბა, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა და თავისუფალი აგენტი ხდებოდა.
Pogmentary-ს პირველ ეპიზოდში სწორედ კონტრაქტზე საუბრობს ფრანგი და ამბობს რომ გულდაწყვეტილია, რადგან იუნაიტედმა აღარ შესთავაზა მას ახალი კონტრაქტი.
“ყველაფერი დამოკიდებულია მოთამაშეებზე, მათ უნდა აგრძნობინო, რომ ისინი მნიშვნელოვანი ფიგურები არიან გუნდისთვის, თუ ამას ვერ გრძნობ, ყველაფერი დამთავრებულია.
ბედნიერი მაშინ ვიქნები, თუ ჩემ თავს სამომავლო პროექტში დავინახავ. სეზონის შუაში ტრავმა მივიღე, მაგრამ დახმარებას და გვერდში დგომას ვერ ვგრძნობდი, იუნაიტედს არ ადარდებდა რას ვგრძნობდი, ამიტომ წავედი საფრანგეთის ნაკრებში, რომ თავდაჯერებულობა დამებრუნებინა.
როგორ დაარწმუნებ მოთამაშეს, რომ შენ მათთვის მნიშვნელოვანი ხარ, როდესაც კონტრაქტს არ სთავაზობ?! ასეთი რამ არ გამიგია” - პოლ პოგბა პირველ ეპიზოდში.
მანჩესტერ იუნაიტედში პოგბამ 233 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ