პენსილვანიის შტატში, ქალაქ სკრანტონში მდებარე პიცერიაში კლიენტმა მიმტანს 3,000 დოლარი აჩუქა.
მიმტანი, მარიანა ლამბერტი ამბობს რომ თვალებს არ უჯერებდა, როდესაც კლიენტის მიერ დატოვებული ფულადი საჩუქარი 3,000 დოლარი დაინახა.
“კაფეტერიაში ერთი ჩვეულებრივი ადამიანი შემოვიდა და 13 დოლარიანი სტრომბოლი შეუკვეთა, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა გასვლისას მან 3,000 დოლარი მაჩუქა. საკრედიტო ბარათით გადაიხადა საკვების ფული და პირადად ჩემთვის 3,000 დოლარი გადმორიცხა. თვალებს არ ვუჯერებდი, მაშინვე დავუძახე მენეჯერს და ბარათს ფოტოები გადავუღეთ, დავუკავშირდით საჩუქრის დამტოვებელს, რომელმაც გვითხრა, რომ არაფერი შეშლია და განზრახ გააკეთა სიკეთე” - მიმტანი მარიანა ლამბერტი.
როგორც გაირკვა პენსილვანიის შტატში ახალი ტრენდია - Tips for Jesus, რაც მიმტანებისთვის დიდ ფულად საჩუქარს ნიშნავს. პიცერიის კლიენტმა ტრენდული წარწერა ჩეკზეც დააწერა.
“ჩემთვის ეს ძალიან ბევრი ფულია, ვალებს დავფარავ და დასასვენებლადაც დამრჩება ფული ცხელ ზაფხულში” - მარიანა ლამბერტი.
რას იტყვით, როგორი ჯეკპოტი დაეცა?! საქართველოშიც კარგი იქნებოდა მსგავსი ტრენდი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ