Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პიცის საყიდლად წასულმა ქალბატონმა გადასაფხეკ ბილეთში დიდი თანხა მოიგო

პიცის საყიდლად წასულმა ქალბატონმა გადასაფხეკ ბილეთში დიდი თანხა მოიგო

ლოტოს თამაში ძალიან სახალისოა, თუმცა გართობის გარდა უამრავი ადამიანი გაუბედნიერებია ლატარიას. 

 

სამხრეთ კაროლინელმა ქალბატონმა სადილად პიცის ყიდვა გადაწყვიტა. კაფეში მისულს დიდი რიგი დახვდა და შეკვეთის გაფორმების შემდეგ დროის გაყვანა ლოტოს თამაშით არჩია. 

 

ქალბატონმა ჯამბო ბაქსის ორ დოლარიანი 5 ცალი გადასაფხეკი ბილეთი შეიძინა და ერთ-ერთში 50,000 დოლარი ამოუვიდა. 

 

ბედნიერებისგან თავზარდაცემულმა პიცერიაში ყვირილი ატეხა და ყველა იქ მყოფი ადამიანი დაპატიჟა პიცაზე.

 

“ძალიან იშვიათად ვთამაშობ ლოტოს. გადასაფხეკ ბილეთებს კი თითქმის არასდროს ვყიდულობ, მაგრამ დღეს ჩემი დღეა! არ მჯეროდა, არც ოჯახის წევრები მიჯერებდნენ. მოგებული ფული ძალიან დაგვეხმარება, უამრავ პრობლემას მოვაგვარებთ” - ლოტოს გამარჯვებული კომპანიასთან ინტერვიუში.

 

“პიცის რიგში ვიდექი, როდესაც ერთმა ქალბატონმა ყვირილი ატეხა, ყველა დავიბენით. ბოლოს გაირკვა, რომ უცნობ ადამიანს 50,000 დოლარი ჰქონდა მოგებული და ყველა დაგვპატიჟა პიცაზე” - პიცერიაში მყოფი ერთ-ერთი კლიენტი.

 

ნამდვილად არავინ ვიცით, როდის დადგება ჩვენი დღე. ცხოვრებაში ერთ შანსს კი ყველა ვიმსახურებთ! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ