Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

თაღლითმა ან მოპარული ფული უნდა დააბრუნოს ან 6 წლით ჩაჯდება ციხეში

თაღლითმა ან მოპარული ფული უნდა დააბრუნოს ან 6 წლით ჩაჯდება ციხეში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სკამერს და თაღლითს, ედვარდ პუტმანს დამატებით 6 წლიანი ციხე ემუქრება. 

 

ბრიტანელმა თაღლითმა ედვარდ პუტმანმა და მისმა მეგობარმა გაილს ნიბსმა უტყუარი სქემა შეიმუშავეს. გაილს ნიბსი ბრიტანულ ლატარიის კომპანიაში, Camelot-ში “აიტიშნიკად” მუშაობდა. მას წვდომა ჰქონდა ყველა იმ მოგებულ ბილეთზე, რომლის პატრონებიც არსად ჩანდნენ და არ იღებდნენ თავიანთ მოგებულს. 

 

თურმე, მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება. ლოტოში 100 ფუნტის ან თუდნაც 10,000 ფუნტის გამარჯვებულები არ ჩდნებიან და მოგებული თანხა ისევ უკან ლოტოტრონში ბრუნდება.

 

IT თანამშრომელს, გაილ ნიბს კი საერთოდ ყველაფერზე ჰქონდა წვდომა და ყოველ თვე მისდიოდა მოგებული ბილეთების სიები. შემდეგ ისინი ოსტატურად აყალბებდნენ და შემდეგ ედვარდ პუტმანს ევალებოდა მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული. 

 

ედვარდი მოივლიდა ხოლმე მთელი ბრიტანეთის მარკეტებს, სადაც კი ლოტოს ბილეთები იყიდებოდა და იღებდა მოგებულ ფულს. 

 

გენიალური გეგმა და ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როდესაც 2015 წელს პუტმანმა ნიბსის გადაგდება არჩია და მილიონი ფუნტის ნაცვლად 480,000 ფუნტი გაუგზავნა. გაბრაზებული ნიბსი მის სახლში შეიჭრა და დალეწა იქაურობა. აყალმაყალზე, რა თქმა უნდა, პოლიცია მოვიდა და დააკავეს გავეშებული აიტიშნიკი, რომელმაც შემდეგ გაბრაზებულ გულზე ყველაფერი მოყვა და დამნაშავეებს 9-9 წელი მისცეს. 

 

პუტმანს და ნიბს ჯამში 2,500,000 ფუნტი ჰქონდათ მოპარული. დღეს სასამართლო პუტმანს ედავება, რომ თუ 939,782 ფუნტს უკან არ მოიტანს ამ 9 წელს ზემოდან კიდევ 6 წელს დაუმატებენ. 

 

პუტმანს 7 წელი უკვე მოხდილი აქვს და ფულის არ მიტანის შემთხვევაში 8 წელიღა დარჩება, თუმცა თაღლითს მილიონი ფუნტი აქვს დამალული და შეიძლება უღირდეს კიდეც დამატებით 6 წელი ციხეში ჯდომა

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ