Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

6.39 კოეფიციენტი მხოლოდ ბუნდესლიგაზე

6.39 კოეფიციენტი მხოლოდ ბუნდესლიგაზე

დღესაც საკმაოდ კარგი თამაშები გვაქვს გერმანიაში და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევეცდებით, გამოვიცნოთ პოზიციები.

 

ლაიფციგი - ჰერტა

 

მართალია, გუშინ ბაიერნმა, სიგნალ იდუნა პარკზე, ბორუსია დაამარცხა და უდიდესი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ, თუმცა არც დორტმუნდი და არც ლაიფციგი დანებდებიან უკანასკნელ ტურებამდე. 

 

ლაიფციგს აუცილებლად მოსაგები და შესატევი აქვს. თუმცა ერთიანში ძალიან დაბალი კოეფიციენტი მისცეს და ამიტომ 2.5 გოლზე მეტი ავიღეთ, რადგან, ბოლო ექვს ურთიერთშეხვედრაში საშუალოდ 5,33 გოლი გადის! ძალიან ბევრია. 

 

გაგიკვირდებათ და ჰერტას უფრო მეტი თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 2.5 გოლზე მეტი გავიდა, ვიდრე - ლაიფციგს. თუმცა ბერლინელების თამაშებში საშუალოდ 3.2 გოლი გადის, ლაიფციგის მატჩებში კი - 3.5

 

ძალიან ლოგიკურად ჩანს 2.5 გოლზე მეტი. ასევე, სტატისტიკაზე დაყრდნობით მივაბით ლაიფციგის 1.5 ოფსაიდზე მეტი.

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.40)

 

პირველი გუნდის ოფსაიდები 1.5 - მეტი (1.41)


 

აუგსბურგი - პადერბორნი

 

აუგსბურგი და პადერბორნი ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრჯერ ჯარიმდებიან. ამ მატჩს აიტეკინი მსაჯობს, რომელიც თამაშში საშუალოდ 24.83-ჯერ აჩერებს თამაშს ჯარიმების გამო. ამიტომ მხოლოდ ჯარიმებს ვიღებთ.

 

ჯარიმების რაოდენობა 22.5 - მეტი (1.43)


 

ჰოფენჰაიმი - კიოლნი

 

ჰოფენჰაიმი და კიოლნი მეცხრე და მეათე ადგილებზე არიან. მათ შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. სავარაუდოდ, ორივე გუნდი მოსაგებად გავა მოედანზე, რადგან მეექვსე ადგილი, რომელიც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე გადის, არც ისე შორსაა.

 

ამიტომ, ბრძოლას ველით და ბარათებსაც. ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრაში 19 ყვითელია, საშუალოდ 3.8 გამოდის. მსაჯი კი ფელიქს ბრიხია, რომელიც საშუალოდ 3.86 ყვითელ ბარათს იღებს ბუნდესლიგაში. ცოტა სარისკო პოზიციაა, მაგრამ კარგი კოეფიციენტი აქვს.

 

აი, კუთხურებს რაც შეეხება, ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრი კორნერი მოდის და ამიტომ სტატისტიკაზე დაყრდნობით დავწერთ მეტ კუთხურსაც.

 

ბარათების რაოდენობა 3.5 - მეტი (1.55)

 

კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.46)


 

იმედი გვაქვს, რომ გავამწვანებთ ბილეთს და გამართლდება ჩვენი პროგნოზი, რაც ყოველთვის გვახარებს სპორტის მოთამაშეებს. ტოტალიზატორში თამაში ხალხს მხოლოდ ფულის გამო არ უყვარს, ბილეთის დასმის შემთხვევაში ვრწმუნდებით ჩვენი ლოგიკის სიძლიერეში და თვითშეფასება გვიმაღლდება. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ