ჩრდილოეთ კაროლინელმა, 65 წლის ტერი ფისმა 4 იანვარს მილიონი დოლარი მოიგო. გამარჯვების შემდეგ, პენსიონერი ტერი ბილეთის ძებნას შეუდგა, თუმცა უშედეგოდ. ახალმა მილიონერმა გადაჩხრიკა მთელი სახლი, მაგრამ ბილეთი არსად ჩანდა.
ტერი ფისი დარწმუნებული იყო, რომ ჯეკპოტი სწორედ მის მიერ არჩეულ რიცხვებს ჰოქნდათ მოგებული, მაგრამ დამადასტურებელ საბუთს ვერ პოულობდა.
“მე და ჩემ ცოლს ძალიან გვიყვარს ლატარიის თამაში და ყოველ კვირა ვყიდულობთ ბილეთს. 4 იანვარს მილიონი დოლარი მოვიგე, მაგრამ ბილეთი ვერსად ვნახე. გაგიჟებული დავრბოდი სახლში, თან მიხაროდა, თან ვტიროდი, რადგან დამადასტურებელი საბუთი არ გამაჩნდა” - ტერი ფისი ლატარიის კომპანიასთან ინტერვიუში.
საბედნიეროდ, 65 წლის პენსიონერმა, ორი კვირის შემდეგ, ბილეთი მაინც იპოვნა, რომელიც ცოლის ხელჩანთაში იდო.
“ჩემ მეუღლეს ბევრი ჩანთა აქვს, ყოველ დღე სხვადასხვას ხმარობს, ერთ დღესაც სწორედ ის აიღო, რომელშიც მილიონ დოლარიანი ბილეთი იდო. ბილეთის ნახვისას შოკში ჩავვარდით და უფრო მაგრად გაგვეხარდა ვიდრე პირველ დღეს” - აგრძელებს ტერი ფისი.
საბოლოოდ ჩრდილოეთ კაროლინელმა პენსიონერებმა მაინც მიიღეს თავინთი კუთვნილი მილიონი დოლარი ლატარიის კომპანიისგან და ბედნიერ სიბერესაც აპირებენ.
“მილიონი დოლარი ჩვენს სიბერეს გააბედნიერებს. ფულს შვილებსაც მივცემთ და შვილიშვილების განათლებასაც დავაფინანსებთ” - ტერი ფისის ცოლი ლატარიის კომპანიასთან ინტერვიუში.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ