Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ხვიჩა კვარაცხელიას ბომბარდირობას ჩემპიონთა ლიგაზე 100 კოეფიციენტით აფასებენ

ხვიჩა კვარაცხელიას ბომბარდირობას ჩემპიონთა ლიგაზე 100 კოეფიციენტით აფასებენ

15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგა გვიბრუნდება. მართალია ქართული გუნდი ფლეიოფში არ თამაშობს, თუმცა ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები მაინც სულმოუთქმელად ველოდებით მერვედფინალებს.

 

მიზეზი მარტივია, სპალეტის გუნდი და ნაპოლის ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელია გერმანიაში აინტრახტს დაუპირისპირდება და იმედი გვაქვს, რომ ორმატჩიან დუელში გამარჯვება პარტენოპეის დარჩება. 

 

ფეხბურთის სპეციალისტების და ბუკმეიკერების აზრით, ნაპოლი აინტრახტთან უპირობო ფავორიტია. იტალიელთა შემდეგ ეტაპზე გასვლას სულ რაღაც 1.35 კოეფიციენტი აქვს და სავარაუდოდ ნეაპოლელები მეოთხედფინალში მარტივად გავლენ. იმის იმედიც გვაქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავს გამოიჩენს და გერმანელებს არაერთ გოლს გაუტანს. 

 

დღევანდელი შედეგით ქართველს 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა უწერია აქტივში. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე კილიან მბაპე და მო სალაჰი არიან 7-7 გოლით. სხვაობა ხვიჩასთან დიდია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ პარიზელები ბაიერნს ეთამაშებიან ხოლო ლივერპული მოქმედ ჩემპიონთან, მადრიდის რეალთან გაარკვევს საქმეს. დიდი შანსია, რომ მბაპეც და სალაჰიც მეოთხედფინალის მიღმა დარჩნენ, მათ უკან მიჰყვება ლეო მესი, ხოლო ლევანდოვსკი უკვე გავარდნილია. 

 

შეიძლება ხვიჩას ბომბარდირობა უბრალოდ ჩვენი ოცნებაა, თუმცა არც ისეთი არარეალური რომ 100 კოეფიციენტი ჰქონდეს. 

 

დავუშვათ, რომ კვარაცხელიამ გერმანელებს ორ მატჩში სამი გოლი გაუტანა, შემდეგი ეტაპიდან მისი ბომბარდირობის შანსები საგრძნობლად იზრდება. მეოთხედფინალში დასაწყვილებლად ისევ კენჭისყრა გაიმართება და ასევე შესაძლებელია, რომ ნაპოლი შედარებით სუსტ მეტოქეს შეხვდეს, მაგალითად ბრიუგეს, ბენფიკას ან პორტოს, თან არც მაინცდამაინც ჩელსი და დორტმუნდი ბრწყინავენ. 

 

მოკლედ იმის თქმა გვსურს, რომ ხვიჩას რეალური შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდეს და 100 კოეფიციენტი გაამწვანოს. წარმატებები ვუსუროვთ ქართველს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ