დღეს ჩემპიონთა ლიგის დღეა. ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი გერმანიაში ფრანკფურტის აინტრახტს ესტუმრება, ხოლო კლოპის ლივერპული მოქმედ ჩემპიონს, მადრიდის რეალს უმასპინძლებს.
მატჩები თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორი გრანდი, ლივერპული და რეალი ხვდება ერთმანეთს, ჩვენი ყურადღება უფრო ფრანკფურტში იქნება ხვიჩა კვარაცხელიას გამო. ძალიან დიდი ხანია უკვე, რაც ქართველს არ უთამაშია ლიგის ფლეიოფში და ყველას გვსურს მისი წარმატება.
ნეაპოლელები ფრანკფურტშიც ფავორიტები არიან, თუმცა მაინც ძნელი იქნება გერმანიაში გამარჯვება.
რაც შეეხება მეორე წყვილს, აქ საშინლად რთულია გამოიცნო თუ ვინ მოიგებს დღეს ან ზოგადად ვინ გავა შემდგომ ეტაპზე, რადგან ლივერპული რბილად რომ ვთვქათ ცუდ ფორმაშია და ვერც მადრიდელები წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს ამ სეზონში.
ბუკმეიკერები ხვიჩას თამაშზე ბევრ პოზიციას გვთავაზობენ:
ონლაინ კაზინოებს კიდევ უფრო მეტი და საინტერესო პოზიციები აქვთ, თუმცა რაც ჩვენ ჩამოვწერეთ ამ სიიდანაც შესაძლებელია საინტერეზო პოზიციის არჩევა.
ვუსურვოთ წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ