Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ცოლმა ქმრისთვის უცნობ შვილს მოგებული 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ცოლმა ქმრისთვის უცნობ შვილს მოგებული 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ეს ამბავი ტორონტოში მოხდა. შეიძლება ძველი ისტორიაა, რომლის შესახებ ალბათ მთელმა კანადამ გაიგო, მაგრამ სავარაუდოდ ჩვენთან ცოტას თუ ეცოდინება.

 

საინტერესო შემთხვევაა და გვსურს რომ გაგიზიაროთ.

 

იბი და ჯოზეფ რონკაიოლები ტორონტოელები იყვნენ. 1991 წელს მათი ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდა, როდესაც ცოლმა, იბი რონკაიოლმა 5 მილიონი დოლარი მოიგო ლატარიაში.

 

ცოლ-ქმარს არც მანამდე აკლდა ფული, მაგრამ ერთბაშად ამხელა თანხა დამერწმუნებით რომ ბევრია. 

 

რამდენიმე კვირაში ქმარმა, რომელიც გინეკოლოგად მუშაობდა ადგილობრივ კლინიკაში, გაიგო, რომ იბიმ 2 მილიონი დოლარი უკანონო შვილს გადაურიცხა, რომლის შესახებაც ჯოზეფმა არაფერი იცოდა. 

 

ექიმი ჯოზეფ რონკაიოლი იმდენად გაბრაზდა ცოლის უკანონო შვილზე და 2 მილიონი დოლარის გასხვისებაზე, რომ მეუღლეს სასიკვდილო დოზით ტკივილგამაყუჩებლები მოტყუებით დაალევინა.

 

ჯოზეფი ჭკვიანი, გამოცდილი და თავისი საქმის მცოდნე ექიმი იყო და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ მკვლელობა მას არ დაბრალებოდა. 

 

პოლიცია ამ საქმეს დიდი ხანი იძიებდა, მაგრამ საბოლოო დასკვნა არავის გააჩნდა. თუმცა 17 წლის შემდეგ, როგორც იქნა დაუმტკიცეს ბრალი ჯოზეფ რონკაიოლს და 7 წელი მიუსაჯეს. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ