3 ივლისს სტარტი აიღო უიმბლდონის გრანდ სლემმა და უკვე კარგადაც გახურდა. სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი ორი ეტაპი უპრობლემოდ გადალახა და კვლავ მთავარი ფავორიტია.
ტურნირის მეორე ფავორიტი, კარლოს ალკარაზი პარასკევს გამართავს 1/32 ფინალის მატჩს და დიდი ალბათობით ესპანელიც უპრობლემოდ გავა 1/16 ფინალში.
ჩოგბურთის გულშემატკივრები ასევე დიდ იმედს ამყარებენ იანიკ სინერზე, რომელსაც 1 / 8 ფინალში გასვლის შემთხვევაში რთული მეტოქე, ტეილორ ფრიცი ელოდება.
აშკარა ფავორიტებისთვის, ჯოკოვიჩისთვის და ალკარასისთვის კიდევ ერთი საფრთხეა დანილ მედვედევის სახით, რომელიც კარგ ფორმაშია და მინიმუმ ნახევარფინალისთვის იბრძვის.
ვინ მოიგებს უიმბლდონს?
თქვენი აზრით ვინ გახდება გრანდ სლემის გამარჯვებული?
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ