Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

NBA-ის კალათბურთელების სასტარტო ხუთეული, რომლებსაც კაზინოში თამაში უყვართ

NBA-ის კალათბურთელების სასტარტო ხუთეული, რომლებსაც კაზინოში თამაში უყვართ

NBA პლანეტაზე ყველაზე პოპულარული ლიგაა არამარტო კონკრეტულ სპორტის სახეობაში. მათ კალათბურთელებს დაუჯერებლად მაღალი ხელფასები აქვთ და არაა გასაკვირი, რომ თანხის დიდ ნაწილს მოთამაშეები კაზინოში გასართობად ხარჯავენ. 

 

ძალიან ბევრ კალათბურთელს უყვარს ფსონის გაკეთება, ისინი ძალიან აზარტულები და რისკიანები არიან. 

 

დღეს შემოგთავაზებთ საუკეთესო მოთამაშეების სასტარტო ხუთუელს, რომლებსაც ძალიან უყვარდათ კაზინოში თამაში.

 

გამთამაშებელი: ალენ აივერსონი

პირველ ნომერზე ფილადელფიას აიქონი ალენ აივერსონია. აივერსონმა კარიერაში $200 მილიონზე მეტი გამოიმუშავა და თანხის ნახევარი გართობაში დახარჯა. ალენს ძალიან უყვარდა კაზინოებში სიარული, სადაც ბლექჯეკით, პოკოერით და სლოტების თამაშით ირთობდა თავს. 

 

ორი ნომერი: მაიკლ ჯორდანი

მთელმა მსოფლიომ ვიცით, რომ ჩიკაგო ბულსის ლეგენდას და ზოგადად NBA-ს ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელს, მაიკლ ჯორდანს ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები. მაიკს ნებისმიერ რამეზე შეეძლო ფსონი გაკეთება და უამრავი სახალისო ისტორია გვაქვს მასზე. სანაძლეოები გუნდელებთან, მეგობრებთან, უცნობ ადამიანებთან. ჯორდანი იმდენად აზარტული იყო, რომ მილიონ დოლარიან ფოსნებსაც კი ჩამოდიოდა სხვადასხვა სისულელეებზე. თუმცა, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება და “თხას” ნამდვილად შეუძლია გაერთოს აზარტული თამაშებით.

 

სამი ნომერი: ენტონი ვოკერი

ბოსტონ სელტიკსის უნიჭიერესი კალათბურთელი, ენტონი ვოკერი ძალიან აზარტული მოთამაშე იყო. ვოკერი ერთი პერიოდი პოლ პირსის დონეზეც კი თამაშობდა, როდესაც 2002 წელს მან და პირსმა სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გაიყვანეს და ნიუ ჯერსისთან მძიმე ბრძოლაში 2-4 დამარცხდნენ. თუმცა ისე მაინც ვერ აეწყო ენტონის კარიერა, როგორც კალათბურთის გულშემატკივრებს გვსურდა. სამ გზის ოლსტარმა კარიერაში 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რისი ნახევარიც აზარტულად დახარჯა. 

 

მძიმე ფორვარდი: ჩარლზ ბარკლი

1993 წლის MVP, 11 გზის ოლსტარი და კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოთამაშე, ჩარლზ ბარკლი ზედმედატ აზარტული იყო. მედიაში იწერება, რომ სერ ჩარლზს ლას ვეგასში 15 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. ერთხელ, ერთ ღამეში ბარკლიმ 2.5 მილიონი დოლარი წააგო ბლექჯეკში, თუმცა ეს დიდად არაფერია, რადგან მისი ქონება $60 მილიონად არის შეფასებული. 

 

ცენტრი: ჩარლზ ოუკლი 

მართალია ნიუ იორკის ლეგენდა, ჩარლზ ოუკლი ცენტრი არ იყო, თუმცა დღევანდელ სმოლბოლში თავისუფლად ჩაჯდებოდა ამ პოზიციაზე. 2018 წელს ოუკლიმ რულეტკის მაგიდიდან ჩიპები მოიპარა. 

 

ნიქსის ლეგენდა რულეტკის თამაშისას მიხვდა, რომ მისი 100 დოლარიანი ფსონი აუცილებლად წააგებდა და ჩუმად უკან აიღო ჩამოსული თანხა. დილერს შეიძლება მოატყუო, მაგრამ დაცვის კამერას ნამდვილად არ გამოეპარება მსგავსი საქციელი. ფული, რა თქმა უნდა, უკან დაადებინეს, თუმცა ოუკლი იმდენად პოპულარული იყო, რომ კაზინოს ადმინისტრაციამ აპატია საქციელი.

 

მეექვსე კაცი: ჯეი არ სმიტი

კარგი გუნდი სოლიდური მეექვსე კაცის გარეშე წარმოუდგენელია და გემბლერების შემადგენლობაშიც მშვენივრად შემოვა სკამიდან ჯეი არ სმიტი, რომელიც 2013 წელს, ნიუ იორკის შემადგენლობაში გახდა Sixth Man of the Year.

 

ერთხელ ჯეი არ სმიტის მდიდრულ სახლში მძარცველები შეიჭრნენ და ძვირფასეულობა მოპარეს. პოლიციამ, რა თქმა უნდა, დააკავა ქურდები და ამოიღო დაკარგული ნივთები. ყველაზე უცნაური კი კეისი იყო, რომელშიც 15,000 დოლარი ნაღდი ფული იდო. პოლიციამ კითხა სმიტს თუ რათ უნდოდა სახლში ამდენი ქეში, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს თანხა ბლექჯეკისთვის იყო განკუთვნილი. 

 

რას იტყვით, მშვენიერი გუნდია არა?! თქვენი აზრით, რამდენ თამაშს მოიგებდა ეს შემადგენლობა რეგულარულ სეზონში და რამდენად შორს გავიდოდა ფლეიოფში? 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ