Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

საქართველოს ნაკრების საუკეთესო თერთმეტეული ფეხბურთში

საქართველოს ნაკრების საუკეთესო თერთმეტეული ფეხბურთში

გადავწყვიტეთ, ჩვენი გემოვნებით შეგვედგინა დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების საუკეთესო თერთმეტეული ფეხბურთში. სამწუხაროდ, ყიფიანს, მესხს, მეტრეველს, ჩივაძეს და სხვა ლეგენდებს ჩვენი ქვეყნის დროშის ქვეშ არ უთამაშიათ, ამიტომ მათ ვერ იხილავთ ამ გუნდში. 

 

გვითხარით, რას ან ვის შეცვლიდით.

 

მეკარე - გიორგი ლორია

ლორია, 10 წელზე მეტია, საქართველოს ნაკრების კარს სტაბილურად იცავს. ძნელად თუ გავიხსენებთ სხვა მეკარეს, რომელიც ამდენი ხანი იყო ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი. გიორგის, თამაში თუ წაუვიდა, ძალიან ძნელია მის კარში ბურთის გატანა. 

 

ლორიას თაობაში დიდი კონკურენცია იყო, (რევიშვილი, კვასხვაძე, მაკარიძე) რაც ძნელად დასაჯერებელია ჩვენთვის. ყოველთვის გვქონდა მეკარის პრობლემა. გიორგიმ დამსახურებულად მოიპოვა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში. 

 

აუცილებლად უნდა ვახსენოთ აკაკი დევაძე. 90-იანების კარის დარაჯი, მონაცემებით ალბათ ყველა მათგანს სჯობდა, თუმცა ცოტა მატჩი აქვს ჩატარებული გარკვეული მიზეზების გამო და ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი გიორგი ლორიაზე.



 

ცენტრალური მცველი - კახაბერ ცხადაძე

ცხადაძეს გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი დაცვის ხაზი. კახა უბრალოდ უკონკურენტოა ამ პოზიციაზე. მცველი რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, სიმაღლე, თავით თამაში, ბურთთან შეხება, ვარდნა. 



 

ცენტრალური მცველი - საბა კვირკველია

ძალიან გვინდა კვირკველია იყოს ჩვენ სიმბოლურ ნაკრებში. როცა ის სასტრტო შემადგენლობაშია ყოველთვის იმედიანად ვართ. 27 წლის საბა ახლა შედის კარიერის პიკში და უფრო და უფრო მოუმატებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ვნახავთ რომელიმე ევროპულ კლუბში, იმიტომ, რომ აქვს ამ ბიჭს პოტენციალი გახდეს სტაბილური და საიმედო ცენტრალური მცველი. 



 

ცენტრალური მცველი - კახა კალაძე

კალაძეც უკონკურენტოა თავის პოზიციაზე, რაც ყველამ კარგად ვიცით. კახა უნივერსალური ფეხბურთელია. მას როგორც ცენტრში, ასევე, მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. ასევე გვინახავს მისი თამაში ნახევარდაცვაშიც.

 

როდესაც გუნდის დაცვაში თამაშობს კაფუ, ნესტა, მალდინი და მეოთხე შენ ხარ, ამით ყველაფერი ნათქვამია. 



 

საყრდენი ნახევარმცველი - ჯაბა კანკავა

რთულია გაიხსენო ისეთი ქართველი სტაბილური საყრდენი, როგორიც კანკავაა. ჯაბამ 2004 წლიდან მოყოლებული 85-ჯერ მოირგო ნაკრების მაისური და 10 გოლიც გაიტანა. 

 

კანკავა არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს ყველა ის თვისება, რაც საიმედო საყრდენ ნახევარმცველს სჭირდება. ტექნიკა, ბურთის ფლობა, ართმევაზე თამაში, დარტყმა. ჯაბა ყოველთვის სულს და გულს დებს მოედანზე, რაც გულშემატკივარს არ გამოგვეპარება. ის დამსახურებულად არის ჩვენ სიმბოლურ ნაკრებში. 



 

ცენტრალური ნახევარმცველი - მალხაზ ასათიანი

უნიჭიერესი ფეხბურთელი, ტალანტი. მართალია, ასათიანის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ჩვენ ყველას გვსურდა, მაგრამ, ჩვენი გემოვნებით, მალხაზი აუცილებლად იმსახურებს სიმბოლურში მოხვედრას.



 

მარცხენა ნახევარმცველი - ლევან კობიაშვილი

100 მატჩი საქართველოს ნაკრების მაისურით, 12 გოლი. უნივერსალური ფეხბურთელი. კობიაშვილს შეეძლო თამაში როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ასევე, მთლიანი მარცხენა ფლანგზე. 

 

ლევანმა 16 წელი ითამაშა ბუნდესლიგაში და ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია გერმანული ფეხბურთის ისტორიაში. 



 

მარჯვენა ნახევარმცველი - გიორგი ქინქლაძე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მის პოზიციაზე თუ შეგვედავებით.



 

მარცხენა ფლანგელი, თავდამსხმელი - თემურ ქეცბაია

ქეცბაია ნამდვილი მოტივატორი იყო მოედანზე. მას შეეძლო თანაგუნდელების აყოლიება. თუ ვერ ახერხებდა, მარტო იგებდა თამაშებს. თემური ნამდვილად იმსახურებს სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია დამოუკიდებელი საქართველოს თერთმეტეული მის გარეშე.



 

ცენტრალური თავდამსხმელი - შოთა არველაძე

ჩვენი აზრით, 9 ნომერზე შოთა უკონკურენტოა. გოლების მანქანა. რაც დღეს ჩვენს ნაკრებს აკლია, ზუსტად მისნაირი ფეხბურთელი.



 

მარჯვენა ფლანგელი, თავდამსხმელი - ალექსანდრე იაშვილი

იაშვილის ბრძოლისუნარიანობას დაფასება უნდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამიტომ არ მოხვდა “იაშკა” ჩვენ გუნდში. მას საოცარი გოლის ალღო და ტექნიკა ჰქონდა. 

 

ალექსანდრემ 16 წელი ითამაშა ბუნდესლიგაში და თავის როლს ყოველთვის ბრწყინვალედ ასრულებდა. მისი პროფესიონალიზმი უნდა იყოს მისაბაძი და მაგალითი ნორჩი ფეხბურთელებისთვის. 



 

მოკლედ, ჩვენი ტაქტიკა, 3-4-3 ასეთია:


 

მეკარე: გიორგი ლორია

 

მცველები: კვირკველია, ცხადაძე, კალაძე

 

ნახევარმცველები: ქინქლაძე, კანკავა, ასათიანი, კობიაშვილი

 

თავდამსხმელები: იაშვილი, შოთა არველაძე, ქეცბაია


 

გვითხარით რას შეცვლიდით.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ