Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ორი დაძაბული მატჩი გველოდება

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ორი დაძაბული მატჩი გველოდება

დღეს 14 თებერვალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება.

 

სამშაბათს ორი ძალიან დაძაბული შეხვედრა გვაქვს. პარი სენ-ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს, ხოლო მილანი - ტოტენჰემს. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე თანაბარი წყვილია, რთულია გამოიცნო, რომელი კლუბი გავა შემდგომ ეტაპზე ორმატჩიანი დაპირისპირების მერე. 

 

პსჟ - ბაიერნი

 

მართალია ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი ფავორიტია, თუმცა მუნდიალის შემდეგ პარიზელებიც და მიუნხენელებიც ცუდ ფორმაში არიან. 

 

ბაიერნმა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო და სამი ფრედ დაამთავრა. მართალია ნაგელსმანის გუნდს არცერთი შეხვედრა წაუგია, მაგრამ რეკორდმაისტერისთვის ცუდი შედეგია ზედიზედ სამი ფრე. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუნხენელებმა ალიანს არენაზე მიჯრით აიღეს თითო ქულა სუსტ გუნდებთან - კიოლნთან და აინტრახტთან. მითუმეტეს იმასაც ვერ ვიტყვით, რომ გინდა თუ არა რომელიმე მატჩი უნდა მოეგოო, რადგან შეტევაში ცუდად გამოიყურებოდნენ ბაიერნის ფეხბურთელები.

 

დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება პარი სენ-ჟერმენზეც. კრისტოფ გალტიეს გუნდს საერთოდ არ ქონდა წაგება მსოფლიოს დაწყებამდე და მის დასრულების შემდეგ სამჯერ დამარცხდა, ერთხელ ფრედ ითამაშა და მხოლოდ ოთხი შეხვედრა მოიგო. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ მესი-მბაპე-ნეიმარისთვის ლიგა 1 საზომი არ არის.

 

მიუხედავად ორივე გუნდის ცუდი ფორმისა, მაინც სანახაობრივ და სასწაულად დაძაბულ შეხვედრას ველოდებით გულშემატკივრები და გვურს ბევრი გოლი!

 

ბუკმეიკერები თანაბრად აფასებენ პირველ დაპირისპირებას:

 

მოიგებს პსჟ - 2.65

ფრე - 3.35

მოიგებს ბაიერნი - 2.30 

 

მილანი - ტოტენჰემი 

 

მილანელები, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, სერია A-ში ნაპოლის მთავარი კონკურენტები იყვნენ, მაგრამ ახლა პიოლის გუნდი ნეაპოლელებს 18 ქულით ჩამორჩება და დარჩენილ ტურებში ოთხეულისთვის ბრძოლა მოუწევთ. მილანმა მსოფლიოს მერე 7 თამაში ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ორი მოიგო, ორი ფრედ დაამთავრა და სამი მატჩი კი წააგო. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ცუდ ფორმაშია სტეფანო პიოლის გუნდი, თუმცა არც მაინცდამაინც მათი მეტოქე, ლონდონის ტოტენჰემი ბრწყინავს შიდა ჩემპიონატში.

 

მუნდიალმა ლონდონელებზეც ცუდად იმოქმედა. ანტონიო კონტეს გუნდმა მსოფლიოს მერე რვა თამაშიდან მხოლოდ სამის მოგება შეძლო. გაიტანა 11 გოლი და გაუშვა - 14. ბოლოს, სამი დღის წინ ლესტერში განადგურდა ტოტენჰემი ანგარიშით 4-1 და ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფს ცუდ ხაზიასთზე ხვდება. 

 

მილანის და ტოტენჰემი შანსები ძალიან თანაბარია. გადაჭრით ვერ იტყვი, თუ რომელია ფავორიტი და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ გემრლიად მოვკალათდეთ ტელევიზორებთან და ჩავუსხდეთ დაძაბულ ბრძოლას. 

 

ბუკმეიკერები შანსებს ასე აფასებენ:

 

მოიგებს მილანი - 2.40

ფრე - 3.00

მოიგებს ტოტენჰემი - 2.80

 

რას ფიქრობთ, რა ანგარიშით დასრულდება დღევანდელი დაძაბული შეხვედრები?! მოგვწერეთ კომენტარებში.

 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ