Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5 წესი ფეხბურთში რომელიც ბევრმა არ იცის

5 წესი ფეხბურთში რომელიც ბევრმა არ იცის

საქართველოში ფეხბურთს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ბევრსაც კარგად ესმის ეს სპორტი და თამამად შეუძლიათ იკამათონ რამდენიმე საათის განმავლობაში. 

 

თუმცა მათშიც მოიძებნება ადამიანი ვინც ეს წესები არ იცის და პირველად გაიგო. ნუ გეწყინებათ, მსგავს ფაქტებს ყოველ დღე ვერ ვნახავთ, ფეხბურთის წესების წიგნი კი არამგონია, რომელიმე ფანს სახლში ედოს და კითხულობდეს. 

 

მაშ ასე, ნახეთ 5 წესი ფეხბურთში, რომელიც შეიძლება არ იცოდით.

 

 

#1. ვერ გაიტანთ საკუთარ კარში გოლს ჯარიმიდან ან აუტიდან.

 

თუ მოთამაშე საჯარიმო დარტყმიდან მეკარეს დაუგორებს ბურთს, კიპერი კი ფეხს ააცილებს ან რამენაირად ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდება ისე, რომ მას არავინ შეეხება გოლი არ ჩაითვლება და დაინიშნება კუთხური.

 

ეს გოლი არ ჩაითვალა

 

 

იგივე წესია აუტიდან მოწოდებულ ბურთზეც.

 

არც ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო და უნდა დანიშნულიყო კუთხური

 

 

 

 

#2. დარტყმა კარიდან

Image result for goal kick soccer

 

არ მოქმედებს თამაშგარის წესი თუ თავდამსხმელს პირდაპირ კარიდან დარტყმული მიუვიდა.

 

 

 

 

#3. მეკარეს შეუძლია მხოლოდ 6 წამი ეჭიროს ბურთი ხელში

 

ეს წესი ალბათ FIFA-დან იცით. თუმცა ლივერპულის მეკარეს, მინოლეს, ნამდვილად არ სცოდნია.

 

 

 

 

 

#4. თუ მეკარეს ბურთი ხელში უჭირავს, შემდეგ აგდებს ძირს, მოედნის საფარზე, ხელში აღება აღარ შეუძლია

 

ნახეთ რა გააკეთა აბიატიმ მილანი-სელტიკის მატჩის დროს. საჯარიმოში დაინიშნა ჯარიმა.

 

 

 

 

#5. ფეხბურთში არ შეიძლება თაღლითობა

ჯერ ეს ვიდეო ნახეთ და შემდეგ აგიხსნით

მარკო ვერატი თავით უბრუნებს მეკარეს ბურთს, რომელსაც შეუძლია ხელში აღება. ერთი შეხედვით ასე ჩანს. მაგრამ, ფიფას წესებით, მე-12 კანონის თანახმად ფეხბურთში არ შეიძლება თაღლითობა, რაც ისჯება სიტუაციიდან გამომდინარე. 

 

ყველამ ვიცით, რომ მცველი დიდ უპირატესობას მოიპოვებს თუ თავით ან მკერდით დაუგდებს ბურთს მეკარეს და განმუხტავს დაძაბულ მომენტს. 

 

მაგალითად, მცველს არ შეუძლია ბურთი ფეხით აიგდოს და თავით გადაუგდოს მეკარეს, რომელიც იოლად დაიჭერს ხელებში. ამიტომ, ვერატიმ დამსახურებულად მიიღო ყვითელი ბარათი და საჯარიმოში თავისუფალი დარტყმაც დაინიშნა. 

 

 

 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ