Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ცრურწმენები მოთამაშეებში

ცრურწმენები მოთამაშეებში

მოთამაშეები ყველაზე ცრუმორწმუნე ხალხია ამ პლანეტაზე. ეს ყველაფერი საუკუნეებია ერთი მოთამაშედან მეორეს გადაედება.

რა არის თქვენი ცრურწმენა აზარტულ თამაშში? გაქვთ რაიმე რიტუალი, რასაც თამაშის დაწყების წინ აკეთებთ?

ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაზე გავრცელებულ და რა თქმა უნდა უაზრო ცრურწმენებსა და მითებზე.

 

 

თუ სიყვარულში არ გაგიმართლათ, თამაშში გაგიმართლებთ

ეს ცრურწმენა დიდი ხანია არსებობს. ფილმებშიც კი ნახავთ ისტორიას, სადაც ნამდვილი სიყვარული კაზინოში უპოვნიათ.

ამ მითზე დაყრდნობით, თუ საბედომ გული ატკინათ, მოთამაშეებს გონიათ, რომ აზარტული სამყარო დაასაჩუქრებს მათ ჯეკპოტის მოგებით. მაგალითად, ედვარდ თორპმა შეიმუშავა ბანქოს მთვლელი სტრატეგია, მაგრამ უბედურ ქორწინებაში გაატარა 50 წელი.

 

წააგებთ თუ სკამს გაამოძრავებთ თამაშის დროს

ზოგ კულტურაში მიიჩნევა, რომ თუ თქვენ გააქანებთ, გაამოძრავებთ ან მოაბრუნებთ სკამს ეს უბედურების ნიშანია. შემდეგში შეეცადეთ, თამაში დროს არ გაინძრეთ - დავტესტოთ გაუმჯობესდა თუ არა თქვენი იღბალი.

 

თამაშის დაწყებამდე არ უნდა ილაპარაკო მოგებაზე

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მზადყოფნაშიც არ უნდა იყვნენ, მოთამაშეების უმეტესობა არ ამბობს, რომ ძალიან მაგრები არიან.  მიიჩნევა, თუ ვიტყვით რომ „დღეს ვიგებთ!“ დიდი ალბათობით წავაგებთ. თუმცა, როგორც ყველა ცრურწმენა, ესეც მხოლოდ მითია და ისევ ჯობია, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ.

 

თანხის გასესხება სხვა მოთამაშეზე უფრო იღბლიანს გაგხდით

დარწმუნებით ვერ გეტყვით ვის მოაფიქრდა თავში აზრად მსგავსი მითი, თუმცა ფაქტია რომ ზოგი კარგად სარგებლობს სხვისი ცრურწმენებით. გაითვალისწინეთ - არ არის რეკომენდებული აზარტული თამაშებისთვის თანხის სესხება!

იღბლიანი ტანსაცმელი

უამრავ ადამიანს აქვს იღბლიანი ტანსაცმელი ან იღბლიანი ნივთები და მიაჩნიათ რომ მათთან ერთად აუცილებლად მოიგებენ.

 

მცდარი სტატისტიკა

მოთამაშეების სტატისტიკის ცოდნას თუ დავეყრდნობით, მოგებათა ან წაგებათა სერია როდისმე აუცილებლად შეწყდება. გემბლერების აზრით, წარმატებული წითლების შემდეგ აუცილებლად შავი დაჯდება.  მაგალითად, კაზინო მონტე კარლოს ივენთზე ზედიზედ 25 წითლის ამოსვლის შემდეგ მოთამაშეებმა შავზე მილიონობით დოლარი დადეს, სამწუხაროდ, 26-ეც წითელი ამოვიდა.

 

თარსი/იღბლიანი გვერდით მჯდომი

 

ხშირად გითქვამთ თქვენი მეგობრისთვის რომ თარსია და გითხოვიათ, ოდნავ განზე დამდგარიყო. ანდაც, გითქვამთ ქვენი იღბლიანი ძმაკაცისთვის, თქვენს მაგივრად დაერტყა სპინსზე, იმიტომ რომ კარგი ხელი აქვს.

 

იღბლიანი რიტუალები:

  • თითების გადაჯვარედინება
  • ჩაბერვა კამათლებში
  • ბეჭდით მაგიდაზე დაკაკუნება
  • ღრმად ჩასუნთქვა
  • სიგარეტის მოკიდება ბონუსის გახსნის წინ
  • თვალების დახუჭვა ბოლო კარტის გახსნის წინ

 

 

ნამდვილად არსებობენ იღბლიანი ადამიანები, თუმცა იღბალთან ერთად, წარმატება თავდაუზოგავად შრომას მოაქვს. გისურვებთ წარმატებებს!

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ