ნახეთ ჩვენი რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ჯეკპოტის მოგების შემდეგ.
#1. ჯეკპოტის დაცემის შემთხვევაში, პირველ რიგში შეეცადეთ, რომ დაწყნარდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და პასუხისმგებლობით გადათვალეთ ხარჯები.
#2. კარგი იქნება თუ მრჩეველს და ფინანსისტს დაიქირავებთ. ის აუცილებლად დაგეხმარებათ კარგად გადაანაწილოთ თანხა.
#3. უკეთესია თუ ანონიმურად დარჩებით. იმას არ გეუბნებით, რომ ნათესავებს უნდა დაემალოთ. ჯობია ნაკლებმა იცოდეს, რომ მდიდარი გახდით.
#4. სამსახურიდან იმწამსვე ნუ წამოხვალთ. დაელოდეთ სანამ მოგებული ჯეკპოტი ჩაგერიცხებათ. კარგი იქნება თუ 2 კვირა მაინც დარჩებით ოფისში, გააფრთხილებთ უფროსს, რომ ტოვებთ სამუშაოს.
#5. გირჩევთ, თანხა ერთიანად გამოიტანოთ და არ გადაანაწილოთ 15-20 წელიწადზე. რა იცით, ყველაფერი ხდება. გამოტანილი თანხა დადეთ ბანკში და თქვენი ფინანსისტი დაიხმარეთ.
#6. აუცილებლად გადაიხადეთ ყველა ვალი.
#7. შექმენით ბიუჯეტი, გადაანაწილეთ თანხა და ხარჯები. არ გეგონოთ, რომ ძალიან ბევრი ფული გაქვთ და ვერასდროს დახარჯავთ. ჯეკპოტის გამარჯვებულების 50%-ზე მეტი მთლიანად ხარჯავს თანხას და უფულოდ რჩება.
#8. ერთი თვე წადით დასასვენებლად. ჯეკპოტის მოგებისგან გამოწვეული ბედნიერება დიდი სტრესიცაა. ათას რამეზე უწევს ადამიანს ფიქრი. ამიტომ, აირჩიეთ ის ადგილი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით და წადით ერთი თვით, დაისვენეთ.
#9. გაუბედნიერეთ ცხოვრება თქვენ საყვარელ ადამიანს, ის ამას იმსახურებს.
#10. მხოლოდ თქვენ თავზე ნუ იფიქრებთ. აუცილებლად გაანაწილეთ თანხა ისე, რომ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შეუქმნათ კომფორტული პირობები.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ