EuroMillions-ის ორგანიზატორებმა როგორც იქნა მიაგნეს ადამიანს, რომელმაც 41 მილიონი ფუნტი მოიგო.
3 დეკემბერს 40,957,696 ფუნტი გათამაშდა და იანვრიდან მოყოლებული იძებნებოდა გამარჯვებული.
ჯეკპოტის მომგები ბილეთი ინგლისის სამხრეთში, დორსეტში იქნა შეძენილი და გამარჯვებულს 2020 წლის 31 მაისამდე ჰქონდა ვადა, რათა გამოცხადებულიყო ლატარიის კომპანიაში.
ბილეთის მფლობელმა გამოიცნო ხუთივე სტანდარტული რიცხვი და ორი ბონუს რიცხვი, რომლებიც იყო: 18, 31, 32, 38 48, ბონუსით 04, 12.
ლატარიის კომპანიას, კონფიდენციალურობის გამო, არ სურდა სახელი და გვარი გამოეცხადებინა.
EuroMillions-ის წარმომადგენელი, ენდი კარტერი:
“მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ თავიანთი ბილეთი, რომელიც ინტერნეტით, მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ როგორც იქნა ვიპოვეთ ახალი მილიონერი”.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ