Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ნაპოლის ჩემპიონობას მინიმალური კოეფიციენტით აფასებენ

ნაპოლის ჩემპიონობას მინიმალური კოეფიციენტით აფასებენ

კვირას, 23:45 საათზე ნეაპოლში დიდი მატჩია. სპალეტის ნაპოლი ჟოზე მოურინიოს რომას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში უდიდეს ნაბიჯს გადადგამს ჩემპიონობისკენ.

 

გამოჯანმრთელდა ნეაპოლელების ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც თამაშს, დიდი ალბათობით, სასტარტოდან დაიწყებს და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო გოლსაც გაიტანს სერია A-ში. 

 

რომაელები მეხუთე ადგილზე არიან, მაგრამ მეორეადგილოსან მილანთან მხოლოდ ქულას აგებენ და ბოლო მატჩებში ძალიან მაგარ ფორმაში არიან.

ნაპოლის ფორმასა და შედეგებზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, რადგან მთელი ქვეყანა ვუყურებთ მათ თამაშებს და უკვე გადაღეჭილი გვაქვს ნებისმიერი თემა. ეს იქნება სპალეტის ტაქტიკა თუ სასტარტო თერთმეტეული.

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიხარულოა, რომ გუნდებს ტრავმების გამო მოთამაშეები არ აკლიათ და მარადონას სტადიონზე საოცარ მატჩს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ გამარჯვება საბოლოოდ ხვიჩას და ნაპოლის დარჩება და პარტენოპეი მორიგ სამ ქულას ჩაიწერს ცხრილში. 

 

ბუკმეიკერები შანსებს ასე აფასებენ:

 

  • მოიგებს ნაპოლი - 1.65
  • ფრე - 3.50
  • მოიგებს რომა - 1.65

 

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ს დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილოსან გუნდთან სხვაობა 12 ქულაა და უდიდესი ალბათობით, 2023 წელს სწორედ ნეაპოლელები მოიგებენ სკუდეტოს. ნაპოლი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც საოცარი აქვს. დღევანდელ ფეხბურთში ამ ორი რამის ერთდროულად შესრულება ურთულესი მისიაა და ამიტომ აუცილებლად შესაქებია სპალეტი, რომელმაც დიეგო მარადონას შემდეგ საუკეთესო ნაპოლი ჩამოაყალიბა. 

 

ბუკმეიკერები პარტენოპეის ჩემპიონობას სულ რაღაც 1.15 კოეფიციენტით აფასებენ. წარმოიდგინეთ, მეორე წრის დასაწყისში იუვენტუსის, მილანის ან ინტერის გარდა სხვა გუნდს აქვს ასეთი დაბალი “კუში” სკუდეტოს მოპოვებაზე! 

 

იუვეს, მილანის და ინტერის გარდა სხვა გუნდმა სკუდეტო ბოლოს 2001 წელს მოიგო. 21-ე საუკუნეში ეს მხოლოდ ფაბიო კაპელოს რომამ მოახერხა. 

 

იმედია ნაპოლი გახდება მეორე ასეთი გუნდი და ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს უდიდეს როლს მათ გაჩემპიონებაში. თუმცა მთელი მეორე წინ არის, მოდუნება არ შეიძლება!

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ