Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კაზინოდან გამოსული მგზავრი ტაქსისტმა გაქურდა

კაზინოდან გამოსული მგზავრი ტაქსისტმა გაქურდა

როდესაც კაზინოში დიდ თანხას იგებ, უკეთესია თუ მთელ ქვეყანას არ მოსდებ ამის შესახებ. 

 

თუმცა, ამ დროს, ადამიანი იმდენად აჟიტირებულია, (მითუმეტეს 3 ჭიქა ვისკის შემდეგ) რომ სურს ფანჯარაში გაყოს თავი და მთელ ხმაზე იყვიროს. 

 

ლუიზიანაში, ლეიკ ჩარლზის ერთ-ერთ კაზინოში მოთამაშემ 15,000 დოლარი მოიგო და გახარებულმა ტაქსი გამოიძახა. ნასვამმა ტაქსისტს ლაპარაკი გაუბა და მოუყვა მოგებულის შესახებ. 

 

რას იფიქრებდა, თუ მძღოლი მის გაქურდვას შეეცდებოდა. 

 

 

ტაქსის მძღოლმა წამებში შეიმუშავა გეგმა.

 

Calcasieu Parish Sheriff’s ოფისის განცხადებით უცნობ დაზარალებულს ბრენდონ გრანტის ტაქსიში ჩაეძინა. ბრენდონმა, სავარაუდოდ თავის მეგობარს, ფერგუს ბაშნელს შეატყობინა სიტუაციის შესახებ. ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მოთამაშე დაკარგულ ადგილას მიიყვანა, სადაც დახვდათ ბაშნელი, რომელმაც ჩაძინებული გადმოათრია მანქანიდან, 2 მობილური ტელეფონი, ნაღდი ფული წაართვა და მაგრად ცემა. 

 

რტყმის დროს გამოფხიზლებული მოთამაშე მანქანის სახელურზე ეკიდა და ცდილობდა ტაქსიში ჩაჯდომას, თუმცა ბრენდონი წიხლით იგერიებდა და აგდებდა გარეთ. 

 

პოლიციამ ორივე დამნაშავე ძალიან მალე დააკავა. 

 

დაზარალებული პოლიციაში მივიდა, რომელსაც ყველაფერი დეტალურად ახსოვდა. ტაქსის მძღოლი მალევე დაიჭირეს, რადგან ბრენდონ გრანტი, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, კვლავ აგრძელებდა ტაქსაობას იმავე რაიონში. შემდეგ, თანამზრახველზეც, ბაშნელზეც მალევე გავიდნენ, რადგან, როგორც იტყვიან, ბრენდონს “პასტა არ გაუგდია ხელიდან”.

 

ბრენდონ გრანტს გატაცება და ყაჩაღობა ედება ბრალად, ხოლო ფერგუს ბაშნელს მხოლოდ ყაჩაღობა. 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ