მთელი ქვეყანა იზოლირებულია ამიტომ ვუყურებთ სერიალებს, ფილმებს, ვკითხულობთ წიგნებს. თავიდან სახალისოა, თუმცა შემდეგ ძალიან მოსაბეზრებელი.
ერთი და იგივე რაღაცის კეთება აუტანელი ხდება და ვაკეთებთ უცნაურ რაღაცეებს:
#1. აიღეთ ბანქო და ააშენეთ დიდი სახლი, ოღონდ იმედია ბოროტი კატა არ გყავთ.
#2. ხუთ კაცზე დაარიგეთ პოკერი (გახსნილი) და თუ ყველაზე ძლიერი ხელი შეგხვდათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გააღეთ მაცივრის კარი. (დღეში 100-ჯერ გაღება არაა კაი)
#3. ჩამოამწკრივეთ დომინოს ქვები და შეეცადეთ თითის ერთი მიკვრით ლამაზად გადააწვინოთ ყველა მათგანი
#4. ამოატრიალეთ ნარდის დაფა, დაალაგეთ ქვები და ეთამაშეთ დამკა საკუთარ თავს. ისე მოაწყვეთ, რომ “მოწინააღმდეგეს” 5 ქვა წკაპა-წკუპით მოუკლათ. მაგარი გრძნობაა.
#5. როცა დამკა მოგბეზრდებათ, გადმოატრიალეთ, მიაღებინეთ ნარდის რეჟიმი და საკუთარ თავთან თამაშის დროს, ვითომ ყოველთვის იმას აგორებთ რაც გაწყობთ.
#6. ჯოკერში დაირიგეთ ცხრის კარტი, ოღონდ მაინცდამაინც ტუზებს და კაროლებს ნუ ჩამოირიგებთ. ორი ჯოკერი და ერთი “ცვეტის” რამე, მუღამი რომ მიცეთ.
იაპონურიც ცადეთ.
თუ საკუთარ თავთან ივარჯიშებთ, პანდემიის გადავლის შემდეგ შეგეძლებათ გააოცოთ მეგობრები.
მეც იზოლაციაში ვარ, მაგრამ ჯერ არ გავგიჟებულვარ. ამ სტატიის გამო ნუ გამომიტანთ განაჩენს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ