Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კაზინოს გაქურდვაში ეჭვმიტანილები დღემდე იძებნებიან

კაზინოს გაქურდვაში ეჭვმიტანილები დღემდე იძებნებიან

ეს საინტერესო ამბავი მისისიპიში, ქალაქ ვიკსბურგში მოხდა. 2003 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით დილის 4 საათზე კაზინო ჰორიზონის დამლაგებელი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ მოსასვენებელ ადგილზე გარეთ გამოვიდა. 

 

უცბად დამლაგებელს ნიღბიანი მამაკაცი მივარდა, იარაღი შუბლზე დაუმიზნა, შენობის გასაღებები მოსთხოვა და უბრძანა, იმ ადგილას მიეყვანა, სადაც ფული იყო შენახული. მოულოდნელი შოკისგან შეშინებულ თანამშრომელი ყაჩაღს სალაროებისკენ გაუძღვა.

 

კაზინოში, რა თქმა უნდა, სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, ამიტომ, სიტუაციის გასაკონტროლებლად, დამნაშავემ ყველას გასაგონად დაიყვირა, რომ შენობაში ორი ბომბი იყო დამონტაჟებული და თუ მის ბრძანებებს არ დაემორჩილებოდნენ ყველას საქმე ცუდად წავიდოდა.

 

შეშინებული თანამშრომლები დაფაცურდნენ და ყაჩაღის ჩანთაში დაიწყეს ფულის შეგროვება. სულ, დაახლოებით 60,000 დოლარი გამოვიდა. 

 

ძარცვის შემდეგ კაზინოში ევაკუაცია დაიწყო, თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციამ ვერანაირი ბომბი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვა. 

 

უცნობი დამნაშავის გეგმა გენიალური, უტყუარი, მაგრამ ძალიან დაუნდობელი იყო. ყაჩაღმა, კაზინო ჰორიზონის გაძარცვამდე ერთი საათით ადრე დარეკა კაზინო რეინბოუში, რომელიც 6 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და მათაც დაემუქრა, რომ თუ თანამშრომლები გარეთ არ გამოცვივდებოდნენ ყველას ააფეთქებდა. 

 

ზუსტად ძარცვის დროს, ამავე ქალაქში ცეცხლი გაუჩნდა დაწყებით სკოლას, სადაც მობილიზებული იყო სახანძროები, პოლიცია, სასწრაფო დახმარება, მოკლედ ყველა ისეთი სამსახური, რომელიც ხელს შეუშლიდა ყაჩაღს ძარცვაში. 

 

გამომძიებლებს სჯერათ, რომ კაზინო ჰორიზონის მძარცველმა დარეკა ტყუილ ბომბზე კაზინო რეინბოუში და ასევე, მან გააჩინა ხანძარი სკოლაში ქალაქში დივერსიის მოსაწყობად. თუმცა პოლიცია ფიქრობს, რომ ერთი ადამიანი ამდენს ვერ შეძლებდა და ასეთ დანაშაულს რამდენიმე კაციანი, კარგად ორგანიზებული ჯგუფი სჭირდება.

 

მას შემდეგ 17 წელი გავიდა და ჯერ-ჯერობით დამნაშავეს ან დამნაშავეებს ვერსად მიაგნეს. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ