Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

NBA-ს ყოფილ ვარსკვლავს უნიტაზი მოპარეს

NBA-ს ყოფილ ვარსკვლავს უნიტაზი მოპარეს

თუ ახლა დალასიდან კითხულობთ ამ სტატიას და ვინმე მოგადგათ, კარგი ნახმარი უნიტაზი იაფად ხომ არ გინდათო, აუცილებლად შეიძინეთ, რადგან აუქციონზე კარგ ფასად გაყიდით.

რას არ გაიგებს კაცი, მაგრამ უნიტაზი რატომ უნდა მოიპარო? სერიოზულად? უნიტაზი? 2017 წელს, დალასში, მავერიქსის კალათბურთელს, ჩარლი ვილიანუევას სახლის ქურდებმა უნიტაზი მოპარეს. 

 

შინ დაბრუნებულმა ვილიანუევამ, რომელსაც კარიერაში ყველაზე კარგი პერიოდი მილოუკიში ჰქონდა, მაშინღა შეამჩნია გაქურდული სახლი, როდესაც ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ტუალეტში შევიდა და უნიტაზი არ დახვდა. 

 

 

წარმოიდგინეთ, ჩარლის შოკირებული სახე…

 

მართალია კაცი, ყოველ ჯერზე სახლში მისვლისას ვინ ამოწმებს დევს თუ არა თავის ადგილას ოქროულობა და სხვა ღირებული ნივთები?

 

აი, აბაზანაში შესულმა კი ჩართო დედუქცია.

 

კალათბურთელმა, რა თქმა უნდა, იმ წამსვე დარეკა პოლიციაში, თუმცა დალასის წესრიგის დამცველებმა დაუგვიანეს ადგილზე მისვლა და გაბრაზებულმა ჩარლიმ ტვიტერზე დაპოსტა, რომ 2 საათის წინ გამოძახებული დახმარება, ჯერ კიდევ არსად ჩანდა.

 

მე კი მაქვს ეჭვი ვიღაცეებზე, ვის შეიძლებოდა მოეპარა უნიტაზი და კი ვითანამშრომლებდი დალასის პოლიციასთან, მაგრამ მოდი, ჩემ საქმეს მივხედავ და თავად იპოვონ ჩარლის უნიტაზი.

 

ჩარლი ვილიანუევა 2004 წლის NCAA-ს ჩემპიონია, NBA-ში კი 10 სეზონი ითამაშა. მისი კარიერული მონაგარი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 10.4 ქულა და 4.6 მოხსნაა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ