Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ნეიტ დიასმა ფანს ქირის ფული გადაუხადა

ნეიტ დიასმა ფანს ქირის ფული გადაუხადა

UFC 244-ზე ნეიტ დიაზსა და ხორხე მასვიდალს შორის გამართულ ბრძოლას უდიდესი მოლოდინი ჰქონდა. ბრძოლა მასვიდალის გამარჯვებით დასრულდა. მე-3 რაუნდის შემდეგ ექიმებმა დიაზს მარჯვენა თვალის ზემოთ დაზიანების გამო ბრძოლა არ გააგრძელებინეს. 

ამ ბრძოლის შემდეგ, ერთი საინტერესო ისტორია მოხდა. ნეიტ დიასმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე ფოტო ატვირთა, რომელზეც ერთ-ერთმა ფანმა, unknownkillers213-მა დაუწერა:

„ნეიტ, ჩემი ბინის ქირა შენს გამარჯვებაზე დავდე და ახლა მანქანაში მძინავს".

დიასმა ფანი გაახარა და უპასუხა, რომ ამაზე არ ენერვიულა, რადგან თანხას ის გადაუხდიდა.

 

ნეიტი ნამდვილად მაგარი ადამიანია. როდესაც კომენტარს ვწერდი ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ის ამას ნახავდა. მას უკვე მივწერე, რომ მართლა მანქანაში არ მძინავს და ეს ხუმრობაა.. მან იმაზე მეტი თანხა გამომიგზავნა, ვიდრე მე ვუთხარი."

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ