მანჩესტერ იუნატიდეს შემტევი ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი წელს არც თუ ისე კარგ ფრომაშია.
შარშანდელ სეზონში, ყველა ტურნირზე ჯესიმ 36 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა. ამიტომ, ლივერპულელმა ფანმა გადაწყვიტა, რომ წლევანდელ სეზონში ლინგარდო პრემიერ ლიგაში ვერც გოლს გაიტანდა და ვერც შედეგიან გადაცემას გააკეთებდა. დადო კიდეც ფსონი.
გულშემატკივრებმა კარგად ვიცით, რომ ოლე ჯესის არ ენდობა და იუნაიტედი ლინგარდინიოს გაყიდვას ცდილობს. ბოლო ტურებში რამდენიმე მატჩში სულშერმა შეცვლაზე შემოუშვა ჯესი, ალბათ იმის იმედით, რომ უფრო ძვირად მიყიდონ რომელიმე კლუბს.
გუშინ ლიგის საგზურისთვის ლესტერი და მანჩესტერი იბრძოდნენ. დაძაბული თამაში King Power-ზე მიმდინარეობდა. ორ ადამიანს, რომლებსაც ლინგარდის სეზონში გოლის ვერ გატანა და სეზონში არცერთი ასისტი ეწერათ, თავი ქუდში ეგონათ, რადგან ასეთ მატჩში ვერც კი იფიქრებდნენ თუ ჯესი გამოვიდოდა მოედანზე, მაგრამ 77-ე წუთზე ლინგარდმა ვუნდერკინდი, მეისონ გრინვუდი შეცვალა.
ბილეთის მფლობელი ფანები ცოტა დაიძაბნენ, მაგრამ ლინგარდი ისეთ ცუდ ფორმაშია ბურთსაც ძლივს აჩერებს და ზუსტი გადაცემის გაკეთებაც უჭირს.
მაგრამ მატჩში 98-ე წუთზე საოცრება მოხდა. ასეთი გოლები სეზონში 1-2 გადის.
აი, ეს კი ბილეთები. 3,30 ფუნტით 135,30 ფუნტს იგებდა.
ეს კი მეორე ბილეთი, 10 ფუნტით 670 ფუნტი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ