Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.01 კოეფიციენტი პარასკევის მატჩებზე

4.01 კოეფიციენტი პარასკევის მატჩებზე

დღეს ტოპ ჩემპიონატებში რამდენიმე მატჩია, თუმცა ჰოლანდიის და ავსტრიის ქვედა დივიზიონებში დიდი არჩევანია.

 

დავიწყოთ ბილეთი.

 

ბერლინის ჰერტა აინტრახტს უმასპინძლებს და ვფიქრობთ, რომ ყვითლები წამოვა. გუნდების ფეხბურთელებმა წინა ტურში არც თუ ისე ბევრი ბარათი მიიღეს და დღეს, პრინციპულ დაპირისპირებაში გვგონია, რომ გერმანელი მსაჯი, დანკერტი 4 ბარათს ამოიღებს.

 

ურთიერთშეხვედრებში, ბოლო წლებში მოდის ბარათები. ბოლო 3 დაპირისპირებაში 19 ყვითელი ამოიღეს მსაჯებმა, რაც საშუალოდ 6.33-ია.

 

არბიტრი, ბასტიან დანკერტი ბუნდესლიგაში საშუალოდ 3.68 ყვითელს იღებს, რაც გერმანიის ჩემპიონატისთვის ბევრიც არის.

 

ჰერტა - აინტრახტი

 

ბარათების რაოდენობა 3.5 - მეტი (1.55)


 

შემდეგი სამი პოზიცია ავსტრიის ქვედა ლიგებიდან გვაქვს და სამივე თამაშში მეტ გოლს ვფიქრობთ.

 

მეორე ლიგაში ლიფერინგი ვაკერ ინსბრუკს უმასპინძლებს. ორი ტურის შემდეგ, გუნდები პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ და ორივე კლუბი შეეცდება მოგებას. 

 

მართალია წინა ტურში ინსბრუკმა უგოლო ფრე ითამაშა, მაგრამ დღეს სავარაუდოდ დაჯდება მეტობა, რადგან ლიფერინგი შემტევი გუნდია.

 

ლიფერინგის მატჩებში საშუალოდ 4.5 გოლი გადის. ხოლო ინსბრუკმა პირველ ტურში 3-0 მოიგო.

 

უკანასკნელ ოთხ ურთიერშეხვედრაში 16 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 4 ბურთია.

 

ლიფერინგი - ვაკერ ინსბრუკი 

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.34)


 

კლაგენფურტი, ასევე მეორე ლიგაში, აუსტრია ვიენა II-ს უმასპინძლებს. მათი ურთიერთშეხვედრებიც გამოირჩევა უხვგოლიანობით. გუნდები 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს (ერთი ამხანაგური მატჩი) და თამაშებში 17 გოლი გავიდა. საშუალოდ მატჩში 3.4 გოლი.

 

აუსტრია II-ის მატჩებში საშუალოდ 4 გოლი გადის, ხოლო კლაგენფურტის თამაშებში - 3.

 

კლაგენფურტი - აუსტრია ვიენა II

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.36)


 

ბოლო პოზიცია კი ავსტრიის რეგიონალიგიდან გვაქვს, სადაც ბრუკ ლეიტა მაუერვერკს მიიღებს სახლში.

 

ბრუკ ლეიტა ძალიან მეტისტია. ამ სეზონში 5-დან ხუთივე მატჩი 2.5 გოლზე მეტი შედეგით დააფიქსირა და საშუალოდ მათ თამაშებში ზუსტად 3 გოლი გადის. 

 

მაუერვერკმა კი მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ახალ სეზონში და ის მატჩიც 3-1 მოიგო.

 

ურთიერთშეხვედრებში ბევრი გოლი გადის. გუნდები სულ 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ხუთივე თამაშში მეტობა წამოვიდა. 

 

ურთეირთდაპირისპირებებში 24 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 4.8 გოლი გამოდის.

 

ბრუკ ლეიტა - მაუერვერკი 

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.42)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია დღესაც გამწვანდება ბილეთი, გისურვებთ წარამტებებს! 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ