Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჩარლზ ოუკლიმ რულეტკის მაგიდიდან ჩიპები მოიპარა

ჩარლზ ოუკლიმ რულეტკის მაგიდიდან ჩიპები მოიპარა

NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი ჩარლზ ოუკლი ასევე ცნობილია თავისი ცუდი საქციელებით. 2018 წლის ივნისში, ნიუ იორკის ყოფილმა კალათბურთელმა შულერობა სცადა ლას ვეგასის კაზინოში. 

 

ოუკლი რულეტკის თამაშისას მიხვდა, რომ მისი 100 დოლარიანი ფსონი აუცილებლად წააგებდა და ჩუმად უკან აიღო ჩამოსული თანხა. დილერს შეიძლება მოატყუო, მაგრამ დაცვის კამერას ნამდვილად არ გამოეპარება მსგავსი საქციელი.

 

ფული, რა თქმა უნდა, უკან დაადებინეს. თუმცა ოუკლი იმდენად პოპულარულია, რომ კაზინოს ადმინისტრაციამ აპატია საქციელი.

 

ეს ერთადერთი არაა, რაც მას ჩაუდენია. არაერთხელ უჩხუბია ჩარლზს დაცვასთან შამპანურის ბოთლებით, მომსახურე პერსონალისთვის უგინებია და კამათლებიც შეუყრია სახეში.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ