გუშინ, სამწუხაროდ ვერ გამოვიცანით ბილეთი, თუმცა დღესაც კარგი თამაშებია და შევეცდებით პოზიციების გამწვანებას.
ბაშაქეშირი პსჟ-ს უმასპინძლებს და როგორც ჩვენ, ასევე მთელი მსოფლიო ფრანგების მოგებას ვფიქრობთ, რასაც მართალია დაბალი კოეფიციენტი აქვს, მაგრამ მაინც ასაღებია.
პირველი მატჩი პსჟ-მ სახლში წააგო მანჩესტერ იუნაიტედთან. მათ ჯგუფში ასევე ჰყავთ ლაიფციგი, რომელიც აუცილებლად იბრძოლებს ფლეიოფისთვის და დღეს უეჭველად უნდა მოიგონ ფრანგებმა.
ჰანდიკაპის აღებაც შეიძლება, თუმცა ვნახეთ გუშინ ბაიერნის 1-2. ლოკომოტივმა კინაღამ ქულა აიღო. ამიტომ პსჟ-ს უბრალოდ მოგებას ავიღებთ.
ბაშაქჰეშირი - პსჟ
ძირითადი შედეგი - 2 (1.30)
მეორე პოზიცია მანჩესტერი-ლაიფციგიდან გვაქვს, სადაც გოლებს ველოდებით. წელს იუნაიტედი მეტისტი გუნდია, გატანც შეუძლია და გაშვებაც.
თავის მხრივ, ლაიფციგი მხოლოდ შეტევაზეა ორიენტირებული და სავარაუდოდ დღეს ბევრი გოლი გავა ოლდ ტრაფორდზე.
მანჩესტერმა ეს თამაში უნდა მოიგოს. მართალია საფრანგეთში ძალიან საჭირო სამი ქულა აიღო იუნაიტედმა, მაგრამ სახლში უნდა გაიმარჯვოს ალბათ მაინც უშუალო კონკურენტთან.
მივეჩვიეთ წითელი ეშმაკების არასტაბილურობას. შეიძლება პსჟ-სთან სახლში წააგონ და თურქეთშიც ვერ მოიგონ. ასევე, გაუჭირდებათ გერმანიაში გასვლაზე თამაში. ასე რომ, დღეს აუცილებლად მოსაგები აქვთ ეს შეხვედრა და შესატევად აქვთ საქმე.
ლაიფციგიც ზუსტად ამას ელოდება და 0-0-ზე არ ითამაშებს. გერმანელებიც შეუტევენ და სავარაუდოდ 1-ს მაინც გაიტანენ.
მანჩესტერი - ლაიფციგი
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.70)
ფერენცვაროში-დინამო კიევი. ამ მატჩში ბარათებს ველოდებით. ზოგადა უნგრული ფეხბურთი სახლეგანთქმულია უხეშობით, ჯარიმებითა და ბარათებით.
დინამო კიევიც საკმაოდ ბევრ ყვითელს იღებს შიდა ჩემპიონატში და დღეს, სავარაუდოდ, ორივე გუნდი დასვამს მეტ ყვითელს.
ფერენცვაროშმაც და კიევის დინამომაც უშანსოდ წააგეს პირველ ტურში. მათი მოწინააღმდეგეები ბარსა და იუვე არიან და ალბათ ოცნებაშიც არ აქვთ ფლეიოფში თამაში.
უნგრელები და უკრაინელები იბრძოლებენ მესამე ადგილისთვის და ამ შეხვედრაში დაჭამენ ერთმანეთს.
მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკია, რომელსაც უყვარს ყვითლების ფრიალი. ჩემპიონთა ლიგაზე, უკანასკნელ 4 მატჩში, სლოვაკმა არბიტრმა 24 ყვითელი და 2 წითელი ამოიღო. ძალიან ბევრია და იმედია დღესაც გააყვითლებს ფეხბურთელებს.
ფერენცვაროში - დინამო კიევი
ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.60)
ბოლო პოზიცია დღის ცენტრალური მატჩიდან გვაქვს. იუვე-ბარსა. ვფიქრობთ, რომ ორივე გაიტანს. შეიძლება დიდად არც მოიკლან თავი, რადგან ფლეიოფში ორივე გუნდი აუცილებლად გავა. ისიც შეიძლება რომ 1-1-ზე ერთმანეთს ჩამოართვან ხელი.
მაგრამ იმედია მაინც ბრძოლა იქნება ტურინში და ევროპული გრანდები კარგ, ხარისხიან თამაშს შემოგვთავაზებენ და ბევრი გოლიც გავა.
იუვენტუსი - ბარსელონა
ორივე გაიტანს - კი (1.55)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედი გვაქვს, დაჯდება ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ