Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ნოემბერში იღბალი და მოგება ელით

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ნოემბერში იღბალი და მოგება ელით

შემოდგომის ბოლო თვე დადგა, ტკბილი ნოემბერი. მოთამაშეებს, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ჩვენი ზოდიაქო, რადგან აზარტი და ჰოროსკოპი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. 

 

არ არსებობს მოთამაშე ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს თუ როდის დადგება მისთვის იღბლიანი დრო.

 

ჩვენც, როგორც აზარტული სივრცე, ვთანამშრომლობთ ასტროლოგთან, რომელიც გვაძლევს რჩევებს და მითითებებს. 

 

ტყუპები 

 

22 მაისი - 21 ივნისი

 

ტყუპებსი გამოირჩევიან არამდგრადობით ბევრ ქცევაში. მათ შეუძლიათ სიტუაცია ორმხრივად შეაფასონ ერთდროულად, რაც აზარტულ თამაშებში მომგებიანია.

 

კაზინო-თამაშებში მთავარია იმპროვიზაცია, მოულოდნელი ნაბიჯები მოწინააღმდეგეებთან, რაც დამაბნეველია მათთვის, ხოლო ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს წინასწარ, უსწრაფესად აქვთ გათვლილი შემდგომი ქმედებები და მეტოქეს მარტივად ანეიტრალებენ.

 

კაცი-ტყუპები შიშით რისკავენ, რაც ბუნებრივი და გამართლებულია. შიში სიფრთხილეს ნიშნავს, მზრუნველობას. მათი რისკი თითქმის ყოველთვის გამართლებულია.

 

ქალი-ტყუპები ძალიან ჭკვიანები არიან. სამმაგი აგენტის როლის თამაში შეუძლიათ და აბნევენ მოწინააღმდეგეებს. უმეტეს შემთხვევაში ისინი გამარჯვებულები რჩებიან.


 

კირჩხიბი

 

22 ივნისი - 22 ივლისი

 

ზოდიაქოს ნიშნებში კირჩხიბი საუკეთესო მოთამაშეა. მათ ნებისმიერი აზარტული თამაში ხიბლავთ, უმალ უღებენ ალღოს და დაუმარცხებლები ხდებიან. 

 

თუმცა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. პატარა წაგებაც ზედმეტად მოქმედებს მათზე. 

 

კაცი-კირჩხიბი ყოველთვის ფიქრობს მომავალზე, ყოველთვის ემზადება შავი დღისთვის, ყოველთვის ზრუნავს მისთვის ძვირფას ადამიანებზე და უქმნის მათ საუკეთესო ცხოვრებას. ერთი შეხედვით შეიძლება ძუნწები მოგეჩვენოთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ქალი-კირჩხიბი რბილია, მაგრამ გაწონასწორებული. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არასდროს კარგავენ თავს და ყოველთვის ყურადღებით არიან, რაც აზარტულ თამაშებში ძალიან ეხმარებათ.


 

მშვილდოსანი

 

23 ნოემბერი - 21 დეკემბერი

 

მშვილდოსნები არასდროს ამბობენ, რომ უყვართ აზარტული თამაშები. უმეტესობას ნამდვილად არ იზიდავს კაზინო, მაგრამ თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა გადაწყვიტა თამაში, იღბალი ყოველთვის მისი მეგზური იქნება.

 

მშვილდოსნების გონება ალბათ ყველაზე განვითარებულია. სამაგიდო თამაშებში, პოკერში მათ ვერავინ უგებს.

 

კაცი-მშვილდოსნები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და პოკერის თამაშის დროს მეტოქეს ტვინს ურევენ. მათი სტრატეგია ჰიპნოზია, რაც ძალიან მაგრად გამოსდით. 

 

ქალი-მშვილდოსანი არ უნდა იჯდეს სახლში. მისი პოტენციალი უდიდესია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან კეთილები არიან, მოსიყვარულეები, მზრუნველები, არასდროს უღალატებენ ოჯახს, საყვარელ მამაკაცს, მეგობრებს, ოღონდ არასდროს გააკეთებინოთ საოჯახო საქმე. კეთილშობილება კარმულად უბრუნდებათ კაზინო თამაშების დროს და ყოველთვის სწყალობთ იღბალი. 


 

თევზები

 

19 თებერვალი - 20 მარტი

 

თევზები უფრო ხშირად იგებენ ვიდრე აგებენ აზარტულ თამაშებში. ნომებერში კი განსაკუთრებითაა მათკენ იღბალი.

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა ზუსტად იციან, თუ რა შეუძლიათ და რა - არა. სწორედ ამიტომ იგებენ უფრო ხშირად. ეს ერთერთი ყველაზე სასიკეთო თვისებაა კაზინო-თამაშებში.

 

კაცი-თევზები 110%-ით არ იხარჯებიან წარმატებისთვის. წარმატებას ისინი მხოლოდ იღბალის ხარჯზე აღწევენ, რაც ამ თვეში აუცილებლად ექნებათ. 

 

ქალი-თევზები კი სენტიმენტალურები არიან. თავის თავში არ არიან დარწმუნებულები, თუმცა, ეს ის თვეა, როდესაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა უნდა ირწმუნონ თავიანთი ძალები, რადგან იღბალი მათ მხარესაა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ