ძალიან საინტერესოა თუ რატომ ჩაიშალა საკალათბურთო მატჩი ამერიკაში, ფლორიდას შტატში Black Lives Matter-ის მხარდასაჭერი მაისურების გამო.
თუმცა ფაქტია რომ ჩაიშალა.
დელრეი ბოკადან, American Heritage School-ის ორ სტუდენტ გოგონას მატჩის წინა გახურებაზე მაისურებზე Black Lives Matter ეწერათ. მიზეზი ის იყო, რომ 1 კვირის წინ მათსავვე სკოლაში დაფიქსირდა რასიზმი, თუმცა გოგონების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციას არანაირი ზომები არ მიუღია.
მოთამაშეებმა ამიტომაც გადაწყვიტეს პროტესტის გამოხატვა სწორედ ამ ფორმით, მაგრამ ასევე მათი სკოლის მოთხოვნით თამაში გადაიდო, ჩაიშალა.
მომხდარ ფაქტს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და WNBA-ს ცნობილმა ვარსკვლავებმაც გააკეთეს განცხადება.
2020 WNBA ფინალების MVP ბრიანა სტიუარტი:
“ეს პოლიტიკური შემთხვევა არ გეგონოთ, ეს ნამდვილი ცხოვრებაა”.
American Heritage School-ს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ