სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.73 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე

4.73 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე

დღეს ლიგაზე საკმაოდ საინტერესო მატჩებია და ჩვენც შემოგთავაზებთ ბილეთს. იმედი გვაქვს რომ ამ სამშაბათს მაინც დაიძაბება სიტუაცია, რადგან წინა შეხვედრებში ლამის ყველაფერი გადაწყდა.

 

ატლეტიკო ჩელსის რუმინეთში უმასპინძლებს. მადრიდელები საკუთარ სტადიონზე ვერ ითამაშებენ, მაგრამ მაინც არ გვგონია რომ წააგონ შეხვედრა.

 

დიეგო სიმეონე უკვე დიდი ხანია ამ გუნდს აშენებს. წელს ძალიან კარგი შანსი აქვს ატლეტიკოს ესპანეთის ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც, რადგან მათი მთავარი კონკურენტები ცუდ ფორმაში არიან. სიმეონემ აუცილებლად უნდა გამოიყენოს შანსი და ორივე ფრონტზე უნდა იბრძოლოს.

 

ჩელსიში ბევრი ცვლილებაა. სეზონის დასაწყისში ბევრი ტრანსფერი გაკეთდა ლონდონურ გუნდში. ლამპარდმა მოიყვანა ნიჭიერი ახალგაზრდები, თუმცა ზამთარში გაუშვეს ფრენკი და დანიშნეს ტუხელი. 

 

ძნელად დასაჯერებელია რომ ასეთმა გუნდმა ლიგაზე იბრძოლოს. ჩელსისთვის უკეთესი იქნება თუ აქცენტს პრემიერლიგაზე გააკეთებენ, გავლენ ოთხეულში და შემდეგ წელს იბრძოლებენ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ასევე შიდა ჩემპიონატში.

 

თუმცა ტუხელის გუნდი კარგ ფორმაშია, ინგლისში საგრძნობლად გამოიკეთა სიტუაცია და ოთხეულის რეალური კანდიდატიც გახდა. ლონდონელები არ დანებდებიან და იბრძოლებენ. ვფიქრობთ რომ ჯარიმებიც იქნება.

 

მსაჯი გერმანელი ფელიქს ბრიხია, რომელმაც წელს ლიგაზე 3 მატჩი იმსაჯა და საშუალოდ 24.67-ჯერ გააჩერა თამაში წესების დარვევის გამო. ბარათებს ვერიდებით, რადგან პირველი შეხვედრაა.

 

ატლეტიკო - ჩელსი

 

ორმაგი შედეგი - 1X (1.45)

 

ჯარიმების რაოდენობა 22.5 - მეტი (1.45)


 

მეორე მატჩი რომში გაიმართება. ლაციო მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. ჩვენთვის მოულოდნელად მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებას მაღალი კუში აქვს - 1.80. 

 

მართალია ბაიერნს ბევრი ფეხბურთელი აკლია (გნაბრი, მიულერი, ტოლისო, პავარი), მაგრამ მაინც ფავორიტია. ამაში ყველა დაგვეთანხმება.

 

შეიძლება მოხდეს მოულოდნელი რამ, ამიტომაც დავწერთ მეტ გოლს. ფლიკის გუნდი ბუნდესლიგაში ხშირად უშვებს გოლს და ლაციომ თუ გაუტან ერთი ბურთი მაინცდამაინც არ გაგვიკვირდება. შიდა ჩემპიონატში 22 თამაშში 31 გოლი გაუშვა, რაც რეკორდმაისტერისგან უცნაურია. 

 

ლაციოს კი დასაკარგი არაფერი აქვს. კენჭისყრაზე ყველაზე ცუდი ვარიანტი შეხვდა და სავარაუდოდ იმ დღიდანვე მოიშალა გუნდი ფსიქოლოგიურად. ამიტომ იბრძოლებენ, შეუტევენ. ბაიერნი თუ გააგდებს რომაულ გუნდს, სიმონე ინძაგის ვერც ვერაფერს ეტყვიან. 

 

გერმანელებს გნაბრი აკლიათ, თუმცა იქნება სანე, კომანი, ლევანდოვსკი. დატვირთავენ ფლანგებს და ვფიქრობთ რომ კუთხურებიც წამოვა. მითუმეტეს ლაციოსაც უყვარს სტანდარტულები.

 

ლაციო - ბაიერნი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.50)

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.50)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. გვითხარი შენი აზრი კომენტარებში. იმედია გამწვანდება ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ