სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მაიკ ტაისონი გორილასთან ჩხუბში 10,000 დოლარს იხდიდა

მაიკ ტაისონი გორილასთან ჩხუბში 10,000 დოლარს იხდიდა

ძველი ისტორიაა, თუმცა მაინც იქნება ხალხი ვინც არ იცის დეტალები. არა, არ მოგესმათ მაიკ ტაისონი გორილასთან ჩხუბში 10,000 დოლარს იხდიდა. 

 

მართალია ლეგენდარულ ტაისონს ცხოველები ძალიან უყვარს, თუმცა ერთხელ, ზოოპარკის გორილამ მაგრად გააბრაზა მაიკი. 

 

80-იან წლებში, რკინის მაიკი რობინ გივენსთან ერთად ზოოპარკში სეირნობდა. როდესაც კრივის ვარსკვლავმა გორილებისთვის განკუთვნილ შემოღობილ ადგილს ჩაუარა, დაინახა რომ ერთი დიდი და ძლიერი გორილა დანარჩენ პრიმატებს ჩაგრავდა. ალბათ სხვა არავინ მიაქცევდა ყურადღებას ტაისონის გარდა. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი არაორდინალურია მაიკი.

 

გაბრაზდა ბოქსის ლეგენდა. თან ისე, რომ ზოოპარკის მფლობელს 10,000 დოლარი შესთავაზა გალიის კარის გაღებაში. მაიკს 170 კილოიან ცხოველთან სურდა ჩხუბი.

 

ტაისონი:

 

“ერთხელ ზოოპარკის მფლობელმა მე და რობინ გივენსს ნება დაგვრთო მარტოებს გვესეირნა ზოოპარკში, ხალხის გარეშე. მაშინ პლანეტაზე ყველაზე პოპულარული ვიყავი და არ გვსურდა ხალხს ძალიან შევეწუხებინეთ. როდესაც გორილების ადგილს ჩავუარეთ, დავინახე რომ ცხოველების ჯგუფში დომინანტი მამრი ჩაგრავდა დანარჩენებს და ძალიან მომინდა მისთვის ყბის მოტეხვა. მფლობელს 10,000 შევთავაზე, მაგრამ არ შემიშვა გალიაში”.

 

მაიკ, გალიაში შეიძლება ვერ მოიხელთო და გაგექცეს, ლიფტში შეიტყუე.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ