ბრაზილიაში არალეგალური, მიწისქვეშა კაზინო 1946 წლიდან არსებობს და ყოველთვის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
წინა კვირას პოლიციამ სან პაულოს მიწისქვეშა კაზინოში რეიდი მოაწყო და დაკავებულ პირებში ფლამენგოს ვარსკვლავი, გაბრიელ ბარბოსაც მოხვდა, რომელსაც უფრო გაბიგოლით ვიცნობთ.
შენობაში 200-მდე არალეგალური მოთამაშე არღვევდა კორონავირუსის წესებს. არცერთს ეკეთება პირბადე და დისტანციის დაცვაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
პოლიციამ განაცხადა რომ შეჭრის დროს ბრაზილიური ფეხბურთის ვარსვკლავი მაგიდის ქვეშ იმალებოდა და ძლივს გამოაძვრინეს, რაც გაბრიელ ბარბოსამ უარყო და თქვა რომ პოლიციას მისი სახელის ცინიკურად აგდება სურს.
გაბიგოლს ციხე არ ეუმქრება.
ბარბოსას ახალ ნეიმარს ეძახდნენ, მაგრამ ვერ გაამართლა იმედები. ბრაზილიელი მილანის ინტერის საკუთრება იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე, თუმცა 3 წელი იჯარით სხვა გუნდებში გაატარა. ბოლოს, 2020 წელს მშობლიურ ფლამენგოში დაბრუნდა და 34 თამაშში 22 გოლის გატანაც მოახერხა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ