1950-იან წლებში, როგორც მთელ ამერიკაში, ასევე ნევადას შტატშიც საშინელი დამოკიდებულება ჰქონდათ ფერადკანიანების მიმართ.
ამერიკელები ზედმეტად რასისტები იყვნენ. ერთხელ, ლეგენდარულმა მომღერალმა სემი დევის ჯუნიორმა წესები დაარღვია და ერთ-ერთ სასტუმროს აუზში გასაგრილებლად ჩავიდა. (ფერადკანიანებს, მაშინ, არ ჰქონდათ უფლება ესარგებლად სასტუმროს საცურაო აუზით). როცა დევისი აუზიდან ამოვიდა, ადმინისტრაციამ წყალი გამოცვალა.
ერთხელაც, ერთ კაზინო-სასტუმროში მომღერალს, ლორნა დორნს მისცეს სიმღერის უფლება და მათსავე ნომერში ღამის გათევა. თუმცა, მეორე დილას, ლორნას ნახმარი თეთრეული და პირსახოცი დაწვეს.
ისტორიული დღე, 1955 წლის 24 მაისს დადგა, როდესაც ვეგასში გაიხსნა კაზინო-სასტუმრო “მულენ რუჟი”. ამ დაწესებულებაში კანის ფერის განურჩევლად ყველას უშვებდნენ, თუმცა მალე დახურეს, მხოლოდ 5 თვე იარსება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ