42 წლის ნიკოლ ელკებასმა, რომელიც კენტში ცხოვრობს, მოატყუა ათასობით ადამიანი და დონაციებით 45 ათასი ფუნტი ააგროვა.
ნიკოლმა შექმნა საიტი და მოუწოდა ხალხს რომ ფულით დახმარებოდნენ. ელკებასმა ინტერნეტ სივრცეში განაცხადა რომ დაუდგინდა კიბო და საჭიროებდა ოპერაციას.
რამდენიმე კვირით ადრე მატყუარამ საავადმყოფოში გადაიღო ფოტო მეტი დამაჯერებლობისთვის. სინამდვილეში კი სურათზე ასახულია კადრი, როდესაც მან ნაღვლის ბუშტის მარტივი ოპერაცია გაიკეთა.
ნიკოლ ელკებასის სასჯელი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა სავარაუდოდ ციხეს მაინც ვერ გადაურჩება.
მაგრამ სათქმელია ისიც, რომ აგროვებული 45,000 ფუნტით მან უკვე მოასწრო რესტორნებში სიარული, დასასვენებლად წასვლა და ტოტენჰემის მატჩზე დასწრება არსენალთან, რაც 3,592 ფუნტი დაუჯდა ლიმიტირებული ბილეთების გამო.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ