სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.00 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

5.00 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება, ბევრი საინტერესო მატჩი გვაქვს და ჩვენც ჩევეცდებით ბილეთის გამწვანებას.

 

დავიწყოთ ალბათ მაინც ცენტრალური მატჩით. საფრანგეთი უკრაინას სტად დე ფრანსზე უმასპინძლებს და ვფიქრობთ რომ ლურჯები ორ გოლს გაიტანენ.

 

დავიწყოთ იმით რომ არც ისე იოლი ჯგუფია. მართალია საფრანგეთი უდავო ფავორიტია, მაგრამ მეორე ადგილისთვის ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება D ჯგუფში, სადაც თავმოყრილია უკრაინა, ბოსნია, ფინეთი და ყაზახეთი.

 

ანდრეი შევჩენკოს გუნდი წესით საბრძოლველად ჩავა საფრანგეთში. სტად დე ფრანსზე მოპოვებული ქულა ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი ნაბიჯი იქნება მეორე ადგილისთვის. ეს ყველა კონკურენტუნარიან ნაკრებს კარგად ესმის, მითუმეტეს რომ უკრაინელებს აქვთ პოტენციალი და ტალანტი. 

 

მეორეს მხრივ ფრანგებსაც აუცილებლად მოგება უნდათ და მხოლოდ 3 ქულისთვის გავლენ მოედანზე. ჩვენი აზრით, დიდიე დეშამის ნაკრები მხოლოდ ერთი გოლის იმედად ვერ იქნება.

 

საფრანგეთი - უკრაინა 

 

პირველი გუნდის გოლები 1.5 - მეტი (1.45)


 

შემდეგი პოზიცია თურქეთი-ნიდერლანდებიდან გვაქვს და ამ შეხვედრაში ბარათებს ვფიქრობთ. 

 

ნიდერლანდელები ფავორიტები არიან, თუმცა თურქები არაფერს დათმობენ, მითუმეტეს ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე. 

 

ფრანკ დე ბურის ნაკრები ჯგუფში ალბათ პირველზე გავა. აი, ნორვეგია და თურქეთი კი დიდ ბრძოლას გააჩაღებენ G ჯგუფში მუნდიალის საგზურისთვის. 

 

ამიტომ თურქებმა სახლში აუცილებლად მაქსიმალურად უნდა აიღონ ქულები, გინდა ნიდერლანდებს ეთამაშებოდნენ და გინდა - გიბრალტარს. 

 

ამ მატჩშიც დაძაბულ ბრძოლას ველოდებით.

 

მსაჯი ინგლისელი მაიკლ ოლივერია, რომელსაც უყვარს ყვითლების ფრიალი საერთაშორისო დონეზე. 

 

თურქეთი - ნიდერლანდები

 

ბარათბის რაოდენობა 3.5 - მეტი (1.65)


 

გადავიდეთ კვიპროსი-სლოვაკეთში. მასპინძლები ზოგადად უხეში თამაშით გამოირჩევიან, მითუმეტეს საკუთარ კედლებში. 

 

კვიპროსი უხეშად რომ ვთქვათ ცუდი გუნდია და არაფრის შანსი ექნება H ჯგუფში, სადაც მსოფლიოს საგზურისთვის იბრძოლებენ ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია და აუტსაიდერი მალტა. 

 

მათი შანსია ბოლომდე იბრძოლონ თავიანთ მოედანზე, რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვონ და გავიდნენ რაც შეიძლება მაღალ ადგილზე. 

 

დღეს კი პირველი მატჩი აქვს კვიპროსს, გაიწევს გოლის გასატანად. ისე ქულაზეც არ იტყვის უარს და წესების ყველანაირი დარღვევით შეეცდებიან მიზანის განხორციელებას. 

 

სლოვაკეთს კი აუცილებლად მოსაგები აქვს ეს მატჩი და გასატანი აქვს გოლი, რაც უფრო ზრდის კვიპროსის ბარათების შანსს. 

 

აი, მასპინძლებმა თუ გაიტანეს გოლი, მერე ორი ყვითელი კი არა შეიძლება ოთხიც აიღონ.

 

კვიპროსი - სლოვაკეთი

 

პირველი გუნდის ბარათები 1.5 - მეტი (1.45)


 

ბოლო პოზიცია გიბრალტარი-ნორვეგიადან გვაქვს და ძალიან ბანალურად 3.5 გოლზე მეტს ვფიქრობთ.

 

ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ნორვეგია მაღალი დონის გუნდია ჰოლანდთან და ოდეგაარდთან ერთად, გიბრალტარი კი დაუზარებლად უშვებს შემტევ გუნდებთან გოლებს. 

 

კარგად ვიცით რა ფორმაშიცაა დორტმუნდის ცხრიანი და ძალიან მოგვწონს არსენალის ოდეგაარდი ბოლო თამაშებში.

 

ოლიმპიაკოსთან გასვლა ლამის მარტომ მოიგო არსენალის ნორვეგიელმა ლეგიონერმა, ტოტენჰემთან ქამბექიც სწორედ მან დაიწყო და ბოლო დრამა ვესტ ჰემთან მისი დამსახურებაა, მართალია გოლი ვერ შეაგდო, მაგრამ თამაშის ტემპი პირადად ოდეგაარდს მიყავდა. (არსენალის ფანებს გილოცავთ მის დამატებას)

 

გიბრალტარი - ნორვეგია

 

გოლების რაოდენობა 3.5 - მეტი (1.44)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ