დღეს უეფას ერთა ლიგაზე საინტერესო მატჩები გველოდება. ჩვენც შევარჩიეთ რამდენიმე პოზიცია და გვსურს, რომ შემოგთავაზოთ.
დავიწყოთ გერმანია-შვეიცარიით. სექტემბერში ეს ნაკრებები შვეიცარიაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ასევე ერთა ლიგის ტურნირზე და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
იმ მატჩში ორივე გუნდს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა და შვეიცარიაშიც უნდა გასულიყო 2 გოლზე მეტი, თუმცა ვერა და ვერ გაიტანეს მესამე გოლი, უამრავი მომენტი გაანიავეს.
დღეს ვფიქრობთ, რომ წამოვა მეტი გოლი ამ მატჩში. გერმანია პირველი ადგილისთვის იბრძვის, ხოლო შვეიცარია - A ლიგაში დასარჩენად, ამიტომ ორივე გუნდი შეუტევს და იმედია დღეს მაინც გამოიყენებენ საგოლე შანსებს.
გერმანელები ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და დაუნდობლობით გამოირჩევიან ნებისმიერ ნაკრებთან. თავის მხრივ არც შვეიცარია ამბობს უარს შეტევაზე, ასე თუ ისე, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ ვლადიმერ პეტკოვიჩის ფეხბურთელები და წესით სანახაობრივი მატჩი გველის.
გერმანია - შვეიცარია
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.55)
შემდეგი ორი პოზიცია D ლიგის მატჩიდან გვაქვს, სადაც ლატვია მალტას უმასპინძლებს. აი აქ კი მძიმე ფეხბურთს ველოდებით.
პირველი მატჩი მალტაში ფრედ 1-1 დასრულდა. ლატვიას სამი შეხვედრა აქვს გამართული ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და სამივე ფრედ დაასრულა, ბურთები - 2:2-ზე.
ორივე ძალიან სუსტი გუნდია, თუმცა ორივე ნაკრები ინარჩუნებს C ლიგაში გადასვლის შანსებს და დაძაბული შეხვედრა იქნება, მაგრამ კლასი იმდენად დაბალია, რომ არ გვგონია 3 გოლი გავიდეს.
ლატვია - მალტა
გოლების რაოდენობა 2.5 - ნაკლები (1.50)
ჯარიმების რაოდენობა 27.5 - მეტი (1.45)
ბოლო პოზიცია ლიხტენშტეინი-სან მარინოდან გვაქვს. აქაც ნაკლებს გოლს ვფიქრობთ. ორივე გუნდის ვერ გატანა ჯობია, მაგრამ კუში აქვს ძალიან დაბალი.
ნებისმიერ მატჩში ძნელი წარმოსადგენია სან მარინოს გატანილი გოლი და არც მაინცდმაინც ლიხტენშტეინი თამაშობს ფეხბურთს.
ნაკრებები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ და ურთიერთდაპირისპირებებში მხოლოდ 9 გოლი გავიდა. საშუალოდ 1.8 გამოდის.
გუნდები პირველად 2003 წელს შეხვდნენ და ის მატჩი 2-2 დასრულდა. თუმცა მას შემდეგ სან მარინოს საერთოდ არ მოუმატებია, ლიხტენშტეინმა ოდნავ განიცადა პროგრესი.
ეს მატჩი რომ გამოვაკლოთ, 4 თამაშში 5 გოლი გავიდა და ხუთივე ლიხტენშტეინმა გაიტანა და ოთხივე თამაში ლიხტენშტეინმა მოიგო.
ლიხტენშტეინი - სან მარინო
გოლების რაოდენობა 2.5 - ნაკლები (1.65)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ჩვენი პროგნოზი!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ