სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.71 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

4.71 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

მსოფლიოს შესარჩევზე დღეს ბევრი და საინტერესო თამაშებია. ჩვენც შევარჩიეთ რამდენიმე და შემოგთავაზებთ ბილეთში.

 

აზერბაიჯანში სერბეთი ჩადის სათამაშოდ და ვფიქრობთ რომ 3 ქულა აუცილებლად უნდა აიღონ სტუმრებმა.

 

სამი დღის წინ სერბებმა სახლში, დაძაბულ მატჩში ქულა აიღეს პორტუგალიელებთან. პირველ ტაიმში ფერნანდო სანტოშის ბიჭებმა რასაც ქვია შეჭამეს მასპინძლები და ძნელი წარმოასდგენი იქნებოდა თუ გამარჯვებამდე ვერ მიიყვანდნენ თამაშს, მაგრამ მეორე ტაიმი საერთოდ სხვა სცენარით წავიდა. მართალია რონალდოს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ სერბები მაინც უნდა შევაქოთ, ბრწყვინალე ფეხბურთ ითამაშეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან.

 

დღეს დრაგან სტოიკოვიჩის გუნდს ჰაერივით სჭრიდება აზერბაიჯანთან გამარჯვება და წესით უნდა მოუგონ. მართალია ირლანდიამ ლუქსემბურგთან წააგო, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა, სტივენ კენის გუნდი ბოლომდე იბრძოლებს მეორე ადგილისთვის.

 

აზერბაიჯანი - სერბეთი

 

ძირითადი შედეგი - 2 (1.44)


 

ბელგია ბელორუსს უმასპინძლებს და ვფიქრობთ რომ ბევრ გოლს გაუტანენ. რობერტო მარტინესის გუნდმა ჩეხეთში საშინელი მატჩი ჩაატარა. მასპინძლებს რომ მოეგოთ არც არავის გაგვიკვირდებოდა, მაგრამ მაინც ფრე მორჩა და ბელგიელებმა ბრძოლაში ქულა აიღეს.

 

წესით ბელორუსიას ბევრი გოლი უნდა გაუტანონ. რა გუნდიცაა კარგად ვნახეთ თბილისში ბოლო შემოდგომას.

 

ბელგიამ წესით მაჟორულ ნოტაზე უნდა დაამთავროს გაზაფხულის სანაკრებო შეკრება და იმედია დაჯდება მეტი გოლი.

 

ბელგია - ბელორუსი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.48)


 

ხორვატიამ შესარჩევი ცუდად დაიწყო, წააგო სლოვენიაში, თუმცა მეორე მატჩში, სახლში კვიპროსი დამაჯერებლად დაამარცხა.

 

ხორვატები დღეს მალტას ეთამაშებიან და წესით ბევრი გოლი უნდა გაიტანონ, რადგან რთულ ჯგუფში არიან და ბურთების სხვაობა გადამწყვეტია. 

 

ამ ჯგუფში მუნდიალზე გასასვლელად იბრძვის რუსეთი, ხორვატია, სლოვაკეთი და სლოვენია. არ დაგვავიწყდეს კვიპროსი, რომელსაც ნებისმიერის გამწარება შეუძია.

 

ხორვატია - მალტა

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.38)


 

ბოლო პოზიცია ლუქსემბურგი-პორტუგალიადან გვაქვს და აქაც მეტ გოლს ვფიქრობთ. კრისტიანოს ბოლო ორ თამაშში გოლი არ გაუტანია, ნუ სერბებს კი გაუტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. ჩვენი პოზიციისთვის კარგია, რადგან უფრო მეტი მონდომებით ითამაშებს.

 

გარდა რონალდოს რეკორდებისა, პორტუგალიას სერიოზულად სჭირდება ლუქსემბურგში მოგება. ჯუჯა ქვეყანა აღარ არის ისეთი ხელწამოსაკრავი როგორიც აქამდე იყო, შეიძლება ლუქსემბურგმაც გაიტანოს, მაგრამ ცოტა შანსია.

 

ლუქსემბურგი - პორტუგალია 

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.60)


 

დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია გამართლება ჩვენი პროგნოზი და დაჯდება ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს! 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ