სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

შემაწუხებელ თინეიჯერ გამარჯვებულს 2 წლით გართობა აუკრძალეს

შემაწუხებელ თინეიჯერ გამარჯვებულს 2 წლით გართობა აუკრძალეს

ჩვენთან უამრავ უცნაურ და სახალისო ამბავს წააყწდებით. ლინკოლნშირერი თინეიჯერის ამბავი შედარებით ძველია, მაგრამ წაკითხვად ღირს.

 

2012 წელს, ჯოშუა სერჯენთმა გადასაფხეკ ბილეთში 500,000 ფუნტი მოიგო. თინეიჯერს ფანტაზია მხოლოდ წვეულებების გამართვაზე ეყო და მთელი ფულის დახარჯვას დასალევში და გიჟურ გართობებში აპირებდა. 

 

ჯოშუამ ისიც ვერ მოიფიქრა, რომ აღვირახსნილი ფართები საკუთარ სახლში არ გაემართა და სადმე დასასვენებლად მაინც წასულიყო. თუ მაინცდამაინც გართობაში სურდა თანხის დახარჯვა ბოლოს და ბოლოს კლუბებსა და ბარებში მაინც ეარა. 

 

მაგრამ არა. თინეიჯერმა გადაწყვიტა მთელი უბანი აეწიოკებინა. მეზობლებმა 3 დღე უთმინეს, თუმცა ბოლოს ვეღარ აიტანეს ბოლო ხმაზე მუსიკა, ყვირილი, ღრიალი, ახალგაზრდების გაუთავებელი მიმოსვლა და ჯოშუა სერჯენთს მთელმა უბანმა უჩივლა.

 

ლინკოლნის სასამართლომ გაითვალისწინა რა ყველა გარემოება, თინეიჯერ ჯოშუას ორი წლით აეკრძალა ყველანაირი სახის გართობა საკუთარ სახლში. პლიუს ამას, გაეყინა მოგებული თანხა და დარჩენილ ფულს 2 წლის შემდეგ მიიღებს. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ